"დიდ მატერიალურ ქონებას არ ვფლობ, არ გამაჩნია საკუთარი ბინა" - ნიკოლოზ რაჭველი

14 May 2021 09:05

"პირ­ვე­ლი არ­ხის" გა­და­ცე­მა "ახა­ლი დღე" მუ­სი­კოს ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს სახ­ლში ეს­ტუმ­რა. მუ­სი­კოს­მა გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ მა­ტე­რი­ა­ლურ ქო­ნე­ბას არ ფლობს და სა­კუ­თა­რი სახ­ლიც კი არ აქვს:


"ამ წუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, დიდ მა­ტე­რი­ა­ლურ ქო­ნე­ბას არ ვფლობ, მათ შო­რის, არ გა­მაჩ­ნია სა­კუ­თა­რი ბინა, აქაც დრო­ე­ბით ვცხოვ­რობ, მაქვს ერთი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი სახ­ლი რა­ჭა­ში და ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ძვი­რია, რაც კი გა­მაჩ­ნია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად რომ შე­ვა­ფა­სოთ, ასე­ვე ელექტრო­პი­ა­ნი­ნო, მაგ­რამ მაქვს დის­კე­ბის დიდი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტო­ბი­სას შე­ვი­ძი­ნე. 


ამ ჩემს სა­ნო­ტო და აუ­დი­ო­კო­ლექ­ცი­ას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვუ­ლო­ცავ­დი ახალ­გაზ­რდებს, ჩემს კო­ლე­გებს, ალ­ბათ, მათ შო­რის, წინა პლან­ზე იქ­ნე­ბა ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძე, მა­ლე­რის პარ­ტი­ტუ­რებს კი, რა თქმა უნდა, სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვილს ვუ­სახ­სოვ­რებ­დი, სხვა­ნა­ი­რად არც გა­ნი­ხი­ლე­ბა"…




კომენტარები:

ფართი შოპი