მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა

14 May 2021 12:42

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.


„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.


შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც მასწავლებლები, ასევე განათლების სისტემის  სხვა წარმომადგენლები.




კომენტარები:

ფართი შოპი