დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონი საქართველოში აშშ- ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

14 May 2021 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და  აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან  შეხვედრა გამართა.


შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის  დაცვის სამმართველოს  უფროსი პატრი  დარბაისელი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს  უსაფრთხოების  სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი  და აშშ-ს საელჩოს  უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დიანა როსტიაშვილი.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.




კომენტარები:

ფართი შოპი