"მომისმინე "ჩემო ძმაო!" სიმღერებს გიწერენ პოლიტიკურს და უნიჭოს - ირაკლი ჩხვირკია ბერას რეპითვე პასუხობს

10 May 2018 17:55

ირაკლი ჩხვირკია:


მომისმინე "ჩემო ძმაო!!!"
(პასუხი ბერას)
-ჰეი,
მომისმინე "ჩემო ძმაო"
ვუსმენ ბევრს ოღონდ ბერას არა
რეპს ოღონდ ღ ლეობას არა
გამიგია კასტა ოღონდ შენი არა
ოცდასამის მაგრამ ამ დარგში ვერ იქნები ბიძა,
პამპერსით გეძინა როცა
ქართული ჰიპ-ჰოპი ბედინამ გააღვიძა...
ვიცით ვინც ხაარ და ვაბშე რა შუაში ხარ ჩემო ძმაო?
ნული სიბრალული საუკუნოვანი ხეების მიმართ,
თქვენ მთელს ქვეყანას შეუცვალეთ აზრი ოლიგარქების მიმართ,
სიმღერებს გიწერენ პოლიტიკურს და უნიჭოს
არ ისმინები როგორც ისმინებოდი ერთ დროს,
ტრეკებს ჰყიდი ბევრს კი არა
ფეისბუქზე ყიდულობ რეკლამას
რომ გაუხარო გული შენს მამას,
შენ ჰგავხარ მამას!
თავში ჩიტები, გვრიტები, მეგა პეპლები გყავს,
ისვრი სუსტად ფუჭი ტყვიებით
შენს სხვას არ მიჰყვები რადგან მამის გზები და მიზნები გაქვს,
თითქოს აქ ხარ და მაინც არა ხარ აქ
-გავიგე ალერგიული ყოფილხარ
მკურნალობა გჭირდებაო,
ტანზე გაყრის გუგულას და გედის გამო,
ჩემო ძმაო...
-ვინ დაგიწერა შვილო ტექსტი?
რას გიგავს ეს დატკეპნილი რეპი,
შვიდ წელიწადში ერთხელ ჩემო ძმაო
მამიკოსთვის ხდები პოლიტიკური რეკლამაო...
-ისტორია არ ლაპარაკობს ოლიგარქების შვილებზე კარგს,
იყავი თექვსმეტი წლის და
ებრძოდი აწყობილ სისტემას,
ახლა 23-ის ხარ და მაინც ვერ ხვდები ვის ებრძვი ან რას...
-ნუთუ, მართლა გგონია რო დაიდებ ფასს
თუ გამოაჭენებ ამ უგემოვნო სიმღერას?!
ნუთუ, კოლბის ფანჯრიდან ვერ ხედავ
ქვეყანაში გამეფებულ მაფიას?
ნუთუ, რეპით ნათქვამი შენი წუხილი
უფასო ფულივით ფარსია...
მე ვიცი რას იკადრებს კაცი კაბით ვინც შენს საიდუმლოს იბარებს
მე ვიცი რას კადრულობს კაცი ოლიგარქი, ვინც ქვეყანას თხრის და აფეთქებს,
შენი ჰიპ-ჰოპი სავსეა ბოღმით
არ გამოგდის ჩემო ძმაო,
ძმას ვერ აეფარებოდი, რადგან შენ გეფარება დაცვა ჩემო ძმაო
ჩემო ძმაო ჩემო ძმაო
არ ვიცი შენ რას სვამ "გობით" ან რითი სვამდნენ შენი ბაბუები,
ჩემი წინაპრები თასით სვამდნენ მეგობარო....
მომისმინე ჩემო ძმაო
არ გივარგა ლექსი, ტექსტი,
ბანძია შენი უნიჭო ჰიპ-ჰოპი,
ტაშს გიკრავს ყველა
შენამდე სამათხოვროდ ვინც მოდის,
ზვირთები პოლიტიკური მითების
სირცხვილი, შენი ჭორაობაა სიმღერით,
ღ ლეობაა ეს პოლიტიკური ბითები...
ჰეი,
ვუსმენთ ბევრს ოღონდ ბერას არა
რეპს ოღონდ ღ ლეობას არა,
კმარა
ჩემო ძმაო
გავიგე ალერგიული ყოფილხარ,
მკურნალობა გჭირდებაო,
ჰო და ვისზეც გაქვს ალერგია
სწორედ იმათთვის ხარ შენ
პოლიტიკური რეკლამაო,
ჩემო ძმაო, დამიჯერე რო არ გებრძვი
არა ხარ ჩემი დონის, ტოლი,
ბოსი ხარ გამათხოვრებულ ქაჯებში...
ჰეი, მომისმინე ჩემო ძმაო,
ზიზღი არა მაქვს, მეცოდები,
შვიდ წელში ერთხელ რო გამოჩნდები,
ალერგია მაქვსო და მათთვის პოლიტიკურ ქულებს იხვეწები.
ტონა ფულითაც ვერ იქნები ჩემი წონის
პირფერებისთვის ხარ ბოსი, ხარ ქრისტე
მე არ მყოლია და არც მეყოლება ბოსი!Keep Calm ჩემო ძმაო და იყუჩე შვიდი წელი ისევ!

პ.ს. ახლა ოლიგარქოვიჩი რომ ვიყო, ასეთ ღ ლეობას მეც ხო ჩავწერდი სტუდიაში და მერე მეგონებოდა რო ჰიპ-ჰოპის ბიძა ვარ 

; ვაიჰ!“


კომენტარები:

ფართი შოპი