კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

14 May 2021 15:36


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა.

 

საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული იმპლემენტაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და აღინიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტში აქტიურად გაგრძელდება.

 

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა პარლამენტის მუშაობაში აქტიური ჩართულობისა და ხელისუფლებასა და  ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს.




კომენტარები:

ფართი შოპი