ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის შედეგად დაზიანებული ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დასრულდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით

14 May 2021 16:08

შატილისკენ მიმავალ გზაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია გეოლოგიური შესწავლის შესაბამისი ხარისხით, ქვათა ცვენა კი განვითარდა წლევანდელი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, სტიქიური მოვლენის შედეგად, რაზეც რეაგირება მოხდა მყისიერად, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და დასრულდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით.


ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა გაწმენდილია 90-ე კმ-მდე, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. მონაკვეთი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად აღდგება და და საავტომობილო გზა სავარაუდოდ 2 კვირაში გაიხსნება.




კომენტარები:

ფართი შოპი