მედეა ჯანიაშვილი-„ ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა“

14 May 2021 20:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა და სექტორი მაქსიმალურად ჩართულია ამ პროცესში:


„ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა და როგორც იცით საქართველო პირველი ქვეყანაა მთელ რეგიონში, სადაც სექტორისთვის ვაქცინაცია დაიწყო. ტურიზმის დარგი მაქსიმალურად ინფორმირებულია და ჩართულია რეგისტრაციის პროცესში. ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებულ ყველა კომპანიას ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ.


პირველ ეტაპზე რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის დაიწყო, თუმცა ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ სექტორის მოთხოვნებს და უკვე დაემატნენ ინდ. მეწარმეებიც.


ნებისმიერი იურიდიული პირი თუ ინდ. მეწარმე, რომელიც განთავსების, კვების ობიექტს, ტურისტულ კომპანიას, თუ ტურ-ოპერატორს წარმოადგენს საშუალება აქვს ვაქცინაციისათვის თანამშრომლები დაარეგისტრირონ ჩვენს ვებ-გვერდზე.“- განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:

https://gnta.ge/ge/registration-form/


მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, რეგისტრაცია 6 მაისიდან დაიწყო და უკვე 2000-მდე ადამიანმა გაიარა. ვაქცინაციის პროცესი კი 13 მაისიდან დაიწყო.




კომენტარები:

ფართი შოპი