ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, თუ როგორ გადაგვატანინეს ხუანმა, კანასანდრამ, მონიკამ და სხვა გმირებმა ბნელი 90-იანები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ტემპერამენტი, ინტრიგები და ვნებიანი სიყვარული მოენატრა, კარგი სიახლე გვაქვს. 18 წლის შემდეგ, პოპულარული სერიალი, "ფარული ვნება“ მეორე სეზონით ტელეეთერს დაუბრუნდება.
Deadline-ის ცნობით, Telemundo "ფარული ვნების" ახალი სეზონის პრემიერას 2021-2022 წლისთვის გეგმავს. ძმები რეიესები და დები ელიზონდოები სიყვარულის ახალი ისტორიებით დაბრუნდებიან. მოსალოდნელია, რომ ახალ ისტორიებში სხვა მსახიობებს ვიხილავთ, თუმცა ძველი სამსახიობო შემადგენლობიდანაც შესაძლოა მიიღოს ზოგიერთმა როლი.
ამ დროისთვის "ტელემუნდოს" არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მსახიობებს მიეცემათ შანსი. ცნობილია, რომ ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელი ნამდვილად არ იქნება სერიალის ახალ სეზონში, რადგანაც მსახიობმა მიშელ ბრაუნმა ეს თავად განაცხადა.
ასევე კოლუმბიური ტელენოველის პირველ სეზონს 2003-2004 წლებში ხულიო ხიმენესის სცენარის მიხედვით იღებდნენ და ის 188 ეპიზოდისგან შედგებოდა.
დანა გარსია - სერიალში მის გმირს ნორმა ერქვა. პირველი ფოტო სწორედ სერიალიდანაა, ხოლო მეორე, ახალი ფოტოა მსახიობის ინსტაგრამ გვერდიდან მარიო ჩიმარო ადრე და ახლა. სერიალში ის მთავარი გმირი, ხუან რეიესი იყო მსახიობი პაოლა რეი ადრე და ახლა - სერიალში მის გმირს ხიმენა ერქვა ეს კი მსახიობი ხუან ალფონსო ბაპტისტაა - ადრე და ახლა. "ფარული ვნების" მაყურებელს კარგად ემახსოვრება მისი გმირი, ოსკარ რეიესი მიშელ ბრაუნი ადრე და ახლა. "ფარულ ვნებაში" მის გმირს ფრანკო რეიესი ერქვა ნატაშა კლაუსი "ფარულ ვნებაში" სარიტა ელიზონდოს როლს ასრულებდა - პირველი ფოტო სერიალიდანაა, მეორე კი, ახალი ფოტოა მსახიობის ინსტაგრამ გვერდიდან. გახსოვთ ცეცხლოვანი მომღერალი სერიალიდან? - როსარიო მონტესის როლს მსახიობი ჟარიკ ლეონი ასრულებდა. ეს კი მისი ფოტოები - ადრე და ახლა. სერიალის ანტაგონისტის, ფერნანდო ესკანდონის როლს მსახიობი ხუან პაბლო შუკი ასრულებდა. მას ახლა წვერი აქვს და სულ სხვაგვარად გამოიყურება. დინორა როზალესი - გმირი, რომელიც "ფარული ვნების" ფანებს ყველაზე მეტად სძულდათ. დინორას როლს მსახიობი ლორენა მერიტანო ასრულებდა. ის ახლა ისე გამოიყურება, როგორც მეორე ფოტოზეა აღბეჭდილი. სერიალში დები ელიზონდოების დედის, გაბრიელას როლს მსახიობი კრისტინა ლილი ასრულებდა. ეს კი მისი ფოტოებია ადრე და ახლა მსახიობი ხორხე ჩაო ადრე და ახლა. ის სერიალში გოგონების ბაბუის როლს ასრულებდა