"თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს... ვინც დაიღალა ბრძოლით, სახლში წავიდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაცმოძრაობას" მიმართავს

15 May 2021 14:21

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მი­მარ­თავს და ურ­ჩევს, ვინც "ბრძო­ლით და­ი­ღა­ლა, სახ­ლში წა­ვი­დეს".


აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.


"კი­დევ ერთი და ჩემი ბოლო პოს­ტია პო­ლი­ტი­კა­ზე. მერე მეც პეპ­ლებ­ზე და­ვი­წყებ წე­რას და ჩემი ეს გან­წყო­ბა არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, არა­მედ მთელ ოპო­ზი­ცი­ის ბრა­ლია.ზო­გა­დად, ეს ნი­ჰი­ლიზ­მი რაც ხალ­ხშია, ამ­ჯე­რად ოპო­ზი­ცი­ის მხრებ­ზე კი­დია და ესაა მთა­ვა­რი ია­რა­ღი, რი­თიც ბი­ძი­ნა იგებს. ხალ­ხს უკვე ყელ­ში აქვს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მა­რაზ­მი.


ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ხალ­ხმა ხმა მის­ცა იმი­ტომ რომ ეს მთავ­რო­ბა შე­ეც­ვა­ლათ. თქვე­ნი თბილ სა­ვარ­ძლებ­ში ჯდო­მა მაგ­რად კი­დია ხალ­ხს. პარ­ლა­მენ­ტში ჯდო­მით ვე­რა­სო­დეს, ვე­რა­ფე­რი შეც­ვა­ლეთ მში­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.


ხალ­ხი ფიქ­რობს რომ ნიკა მე­ლი­აა ლი­დე­რი. იმი­ტომ რომ თავი შე­წი­რა და ელი­საშ­ვილს არ და­ემ­სგავ­სა. რე­გი­ო­ნებ­ში ვი­ყა­ვით გა­მო­კი­თხვა­ზე და წა­დით, კი­თხეთ რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი. ადა­მი­ა­ნებს კი­თხეთ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ, შე­ეშ­ვით პო­ლიტ­საბ­ჭოს, პარ­ტი­ა­ში გან­ხილ­ვას, მი­შა­საც ნუ კი­თხავთ, ხალ­ხს კი­თხეთ სოფ­ლებ­ში.


წარ­მო­მედ­გი­ნა რომ ნიკა, ხა­ტია, ელე­ნე, თინა, ახალ­გაზ­რდე­ბი გა­იშ­ლე­ბოდ­ნენ რე­გი­ო­ნებ­ში, მი­ი­ბავ­დნენ ახალ­გაზ­რდებს, ზუს­ტად ისეთ მო­დე­ლებს შექ­მნიდ­ნენ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რო­გორც თბი­ლის­ში შექ­მნეს სა­კუ­თარ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბებ­ში და და­ი­წყე­ბო­და ახა­ლი მოძ­რა­ო­ბა.შე­ხე­დეთ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში არი­ან და იმე­დია არ გინ­დათ მათ გავ­დეთ. მეს­მის რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ტყვე­ო­ბა­ში ხართ, მაგ­რამ აქეთ თქვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლია, რო­მელ­საც და­კარ­გავთ.


ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში ვინც და­ი­ღა­ლა ბრძო­ლით იქ­ნებ სახ­ლში წა­ვი­დეს და გზა და­უთ­მოს სხვებს. პ.ს. კი­დევ კარ­გი წყალ­ტუ­ბო­დან-თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და ელე­ნეს მი­ვე­ცი ხმა. ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა დღეს" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.




კომენტარები:

ფართი შოპი