6 გზა, თუ როგორ გავატაროთ Covid-19-ის პირობებში​ ზაფხული უსაფრთხოდ

16 May 2021 00:14

ზაფხულის დადგომასთან ერთად მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია გავრცელებას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დღეებში ვირუსი ნაკლებად ვრცელდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზაფხული პანდემიის დასასრულის საწინდარია. უცხოური გამოცემა იმ რჩევების შესახებ წერს, რომელიც ზაფხულში ყველას გამოადგება.

 

რა არის უსაფრთხო და რა არა, როდესაც საქმე ეხება ზაფხულს კოვიდპანდემიის დროს?

 

არსებობს გზები, როგორ უნდა გავატაროთ ზაფხული უსაფრთხოდ პანდემიის პირობებში.

 

  1. ატარეთ თქვენი ნიღაბი ყველგან, სადაც ეს საჭიროა

 

თუ სასურსათო მაღაზიაში, ან რესტორანში იმყოფებით, თქვენ კვლავ გჭირდებათ ნიღაბი, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

 2. ჩაალაგე აუცილებელი ნივთები

 

მიუხედავად იმისა, თუ რამდენდღიან მოგზაურობაში მიდიხართ, ჩაალაგე შემდეგი ნივთები:

 

  • ხელის გამწმენდი მინიმუმ 60% ალკოჰოლით

 

  • საწმენდი საშუალებები ზედაპირების დეზინფექციისთვის

 

  • ნიღბები ან ქსოვილი, რაც სახეს ფარავს

 

  • მედიკამენტები, რომლებიც, შესაძლოა მთელი მოგზაურობის განმავლობაში დაგჭირდეთ

 

  • საკვები და წყალი თქვენი მოგზაურობისთვის

 

  • წაიღეთ მზა საკვები, რათა შეამციროთ გატარებული დრო რესტორნებსა და მაღაზიებში

 

  3. თუ მოგზაურობთ, შეისწავლეთ წინასწარ წესები შეზღუდვების შესახებ

 

თუ მიდიხართ თქვენი ქალაქისგან მოშორებით (ან სხვა ქვეყანაშ), დარწმუნდით, რომ დაიცავთ როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ მითითებებს.

 

წინასწარ გაეცანით ინფორმაციას, სად არის ყველაზე მეტად გავრცელებული კორონავირუსი.

 

საქართველოში ცხელი ამინდებია – იქონიებს თუ არა ამინდი გავლენას კორონავირუსის გავრცელებაზე

 

ეჭვის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გაითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს.

 

  4. დარჩი გარეთ, რაც შეიძლება დიდხანს

 

ზაფხულში, კარგი ამინდის ფონზე ნაკლებად სარისკოა გარეთ ყოფნა, სადაც სხვებთან დისტანციის დაცვაც უფრო ადვილია. ამიტომ ეცადეთ ხშირად გახვიდეთ გარეთ იქნება ეს გასეირნება, ლაშქრობა თუ სხვა. თუ გარეთ დისტანციის დაცვა შესაძლებელი არ არის, ამ შემთხვევაშიც ატარეთ ნიღაბი.

 

  5. წინასწარ შეისწავლეთ ის ადგილები, სადაც აპირებთ დარჩენას

 

აუცილებელია: მყარი შეხების ზედაპირების გაწმენდა და დეზინფექცია, როგორიცაა ბანკომატების აპარატები, მაგიდები, კარების სახელურები და ა.შ.

 

დააკვირდით თუ არის რეგისტრაციის ტიხრები, როგორია ოთახის მომსახურება, უკონტაქტო საკვების მიწოდება და გარე ვახშამი. სასტუმროს პერსონალისა და სამუშაო ძალის სკრინინგის პოლიტიკა.

 

  6. გახსოვდეთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაიცავით ეს 4 წესი:

 

  • ატარეთ ნიღაბი

 

  • დაიბანეთ ან გაწმინდეთ ხელები

 

  • დაიცავით დისტანცია

 

  • დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს.

 

primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი