„ყველას ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით…” - რას წერს ღოღობერიძე?

16 May 2021 13:29

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მასთან დაკავშირებას და პასუხის გაცემას ვერ ასწრებს.


ის ბოდიშს უხდის საზოგადოებას და ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.


„ყველას, ვისაც ჩემთვის მოწერილი ან დარეკილი გაქვთ და ვერ გამოდიხართ კავშირზე, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.

მართლა, გულწრფელად.


არ დავიწყებ თავის მართლებას, რომ ერთი კაცი ფიზიკურად ვერ ვასწრებ ყველაფერს, მაგრამ ყველა თქვენგანს ბოდიშს ვუხდი.


არ იფიქროთ, რომ ვინმეს გაიგნორებთ ან შეგნებულად არ გპასუხობთ.


ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ.”, – წერს გიორგი ღოღობერიძე.


digest ge




კომენტარები:

ფართი შოპი