17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ავტოკოლონებით თბილისის ქუჩებს აკურთეხებენ

16 May 2021 15:00

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ.


როგორც ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები აკურთხებენ ქუჩებს და მოსახლეობას.


მისივე ცნობით, მანამდე აიაზმის რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება.


"წელს გამომდინარე პანდემიური სიტუაციიდან მოხდება ქალაქის საყოველთაო კურთხევა. დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს , 17 მაისს.


11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა სამების საკათედრო ტაძარში, რომლის შემდეგ ავტოკოლონებით მოძღვრები გაემართებიან თბილისის ყველა უბანში და აკურთხებენ როგორც მოსახლეობას ისე ქუჩებს. წელს პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ფეხით მსვლელობა არ იქნება,"- განაცხადა კოტე სვანაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი