„ყველაფერი დაკეტილია... რა უქენით ბათუმს ქათქათას?“ - მოროშკინა

16 May 2021 17:19

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში იმყოფება.


როგორც პოსტიდან ვიგებთ, ბათუმში ყველაფერი დაკეტილია, გარდა თურქული საშაურმეებისა.


„ჩამოვედით ბათუმში...
ყველაფერი დაკეტილია, მხოლოდ თურქული საშაურმეები მუშაობს....
იქვე გიდგამენ პატარა მაგიდას, რომ მთლად ზედ არ დაიწუწო შიგთავსი...
ყველა ბუჩქთან ვიღაც იცოხნება, მერე მაწანწალა ძაღლები დაგდევენ, რადგან ზეზეულად ნაყლაპი
„ფასტფუდის“ ოხშივარი, შხაპის მიღებამდე თან გსდევს...


...ეჰ, რა უქენით ბათუმს ქათქათას?


აღარაფერს ვამბობ ანტისანიტარიის აპოთეოზზე,რასაც სიცხეში პირჩვარი ჰქვია...


ყაზახი ტურისტებიც კი გაოგნდნენ...“- წერს მოროშკინა.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი