ამ ცოდვასთან ერთად ვცხოვრობ 31 წელია – სქემარქიმანდრიტი სერაფიმე

17 May 2021 10:49

სქემარქიმანდრიტი სერაფიმე გადაცემაში „ნოესთან“ სენსიტიურ თემაზე საუბრობს და იხსნებს ბავშვობაში მომხდარ ამბავს, რომელიც დღემდე აწუხებს.

 

ჩვენს მეზობლად ერთი ებრაელი ბიჭი ცხოვრობდა, სადღაც 9 წლის იყო ალბათ. მე – 10. მახსოვს დამიძახეს სტუმრად, ყველაფერი ჰქონდათ – ვიდეომაგნიტოფონი – ელექტრონიკა იყო ადრე. შინაგანად სულ მშურდა, მე რომ არა და მას ჰქონდა.

 

ამ პერიოდში ნატანჯი ვიყავი, 2 წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ახალი ამდგარი ვიყავი. მუხიანში იყო ხრამი, ეს ბიჭი ბევრს ლაპარაკობდა. რამდენჯერმე ვუთხარი გაჩუმებულიყო, თორემ გადავისვრიდი. ავდექი და უბრალოდ ხრამთან ხელით მეჭირა, მახსოვს მისი თვალები, რომლებიც მიყურებდა და ყვიროდა, ხელი არ გამიშვაო. რა თქმა უნდა, ამოვიყვანე, მაგრამ არ არსებობს, ეს მომენტი წელიწადში 2-3-ჯერ ვნახულობ სიზმარში დღემდე. ამის შესახებ 1 000-ჯერ მაქვს ნალაპარაკები მოძღვართან, ეს ცოდვა აღარ მაქვს, მაგრამ მაწუხებს.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი