ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები

17 May 2021 13:08

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა - "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ვა­სა­ძე, "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" მხარ­დამ­ჭე­რებს შეხ­ვდა და თა­ვის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა.


ვა­სა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლა მად­ლო­ბით და­ი­წყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოჯა­ხი გა­აც­ნო - ის სცე­ნა­ზე მე­უღ­ლეს­თან და 8 შვილ­თან ერ­თად ავი­და.


"აქ მე მო­ვე­დი ჩემს მე­უღ­ლეს­თან და ჩემს რვა შვილ­თან ერ­თად. აქ ბრძან­დე­ბა ჩემი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო დურ­გლი­ში­ლი, ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, შიო ირაკ­ლი ვა­სა­ძე, იკა, რო­მელ­მაც ის­წავ­ლა სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრია უცხო­ეთ­ში და დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მუ­შა­ობს აქ და თა­მა­შობს რაგბს. გი­ორ­გი, ჩემი მე­ო­რე ვაჟი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბით და უნდა, რომ გა­მო­ვი­დეს ინ­ჟი­ნე­რი, უცხო­ეთ­ში სწავ­ლობ­და და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლობს მა­თე­მა­ტი­კას და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ასე­ვე არის მო­რაგ­ბე,



ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მა­რი, რო­მე­ლიც წელს ამ­თავ­რებს და გა­და­წყვი­ტა, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა შე­ის­წავ­ლოს და აბა­რებს წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ცეკ­ვით და ცეკ­ვავს სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში.



რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

ნი­კო­ლოზ ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც სწავ­ლობს ჩვენს სკო­ლა­ში, ასე­ვე არის, რა თქმა უნდა, მო­რაგ­ბე, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ისე ძა­ლი­ან გა­ი­ტა­ცა ორ­თაბ­რძო­ლებ­მა, რომ ცოტა გა­და­ი­ხა­რა ორ­თაბ­რძო­ლე­ბის­კენ.


ეკა­ტე­რი­ნე, კატო ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლას დედა და ყვე­ლას დაა და ყვე­ლას მომ­ვლე­ლი და ექი­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი.


ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი ვაჟი, ილია ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­რაგ­ბეა, მაგ­რამ ამა­ვე დროს წყალ­ბურ­თე­ლი­ცაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბის კი­თხვა, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ჩვენს შვილს.


მა­რი­ამ ვა­სა­ძე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცეკ­ვავს, ხა­ტავს და რა­ღა­ცას ქმნის თა­ვი­სი ხე­ლე­ბით და ძა­ლი­ან უვ­ლის თა­ვის უმ­ცროს და­ი­კოს, ჩვენს მერ­ვე შვილს, ანა ვა­სა­ძეს. ანა უკვე არის ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე. ოჯა­ხის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ენა­მოს­წრე­ბუ­ლი წევ­რია, ყვე­ლაფ­რის მბრძა­ნე­ბე­ლია, რაც არ უნდა მთხო­ვოს და გა­ა­კე­თოს, მე უარს ვე­რა­ფერ­ზე ვერ ვე­უბ­ნე­ბი", - ასე და­ა­ხა­სი­ა­თა ვა­სა­ძემ შვი­ლე­ბი.


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი