დეკანოზი შალვა კეკელია - ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, ცოდვის წინააღმდეგ ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანმხდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ქვეყანაში

17 May 2021 15:41

ეკლესია არავის ეწინააღმდეგება და არავის ებრძვის. გამორიცხულია, ეკლესია ვინმეს ებრძოდეს, - ამის შესახებ დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მან ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა ხდებოდეს“.


„ყველა ეკლესიის შვილია. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ერთ რამეს, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის სიწმინდის დღეს ოჯახის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ნებისმიერი ცოდვა, რომელიც ადამიანს რყვნის და ანადგურებს, ქრისტიანისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ოჯახი არის სიმყარე, სიმტკიცე. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან, იქედან უნდა გამოვიყვანოთ. ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, პირიქით, ცოდვის წინააღმდეგ ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანმხდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი