რუსეთი ხე-ტყის მასალის მთავარი იმპორტიორია - სად ყიდულობს საქართველო შეშას

17 May 2021 16:18

რუსეთმა შესაძლოა, ხე-ტყის ექსპორტი აკრძალოს.

როგორც სხვა პროდუქტების შეთხვევაში, აქაც მიზეზი ადგილობრივი ბაზრის დაცვაა.

რუსული ხე-ტყის წილი კი როგორც მსოფლიო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 571 ტონა ხე-ტყე (დახერხილი ხე-ტყე დაპროფილებული პაგონაჟის სახით) იყიდა, ჯამში 766,3 ათასი დოლარის ღირებულების. აქედან 92,6% ანუ 1 456 ტონა რუსეთში.

2021 წელს რუსეთთან ერთად იმპორტირებული ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან:

  • ჩინეთი - 43,3 ტონა (42 ათასი დოლარი)
  • იტალია - 24,5 ტონა (147 ათასი დოლარი)
  • ფინეთი - 21,4 ტონა (53,4 ათასი დოლარი)
  • ინდონეზია - 17,5 ტონა (11,3 ათასი დოლარი)

რაც შეეხება 2020 წელს, შარშან საქართველოში იმპორტირებული იქნა 9 704 ტონა ხე-ტყე, ჯამში 4,423 მლნ დოლარის ღირებულების. რაოდენობრივად კი ყველაზე დიდი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა, დაახლოებით, 96,5%.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ შარშან ხე-ტყე იყიდა:

  • რუსეთი - 9 370 ტონა (3,599 მლნ დოლარი)
  • უკრაინა - 86,7 ტონა ( 129,3 ათასი დოლარი)
  • ინდონეზია - 54 ტონა ( 53,5 ათასი დოლარი)
  • გერმანია - 36,3 ტონა (215,4 ათასი დოლარი)
  • ფინეთი - 29,1 ტონა (66 ათასი დოლარი)





კომენტარები:

ფართი შოპი