დმანისის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - ადამიანთა ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა

17 May 2021 20:43

ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.


როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.


ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა პოლიციის ავტობუსით აქვს გადაკეტილი.


აღსანიშნავია, რომ ადამიანების ნაწილმა გზის გადაკეტვის გამო, საკუთარი მანქანები ადგილზე დატოვეს და ამ დროისთვის დმანისისკენ ფეხით მიემართებიან.




კომენტარები:

ფართი შოპი