ვინ მართავს დმანისში სიტუაციას და არის, თუ არა, ხელისუფლება ადგილზე? – “დღეს საღამოს დმანისში მოსალოდნელია სერიოზული საფრთხე” – სანდრო ბრეგაძე

17 May 2021 22:29

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში, მიმართვას ავრცელებს:

“ახლა გაიხსნა გზა ქართული სოფლებისკენ და ჩვენც ვაპირებთ გადაადგილებას.


მინდა ვთქვა, რომ აქ არის სერიოზული საფრთხე პროვოკაციის, დღეს საღამოს არის სერიოზული საფრთხე პროვოკაციების ქართველების წინააღმდეგ. ვიდეოკადრები გვაქვს, დაიძრა მანქანა, დიდი სიჩქარით შემოვარდა ხალხში, რამოდენიმე ადამიანს დაეჯახა და ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ მსხვერპლი არ არის. ეს უკვე მანიშნებელია იმისა, რომ აქ სიტუაციას მართავს უხილავი ხელი. მე კი კარგად ვიცი, ეს უხილავი ხელი რომელი ხელიც არის… ფაქტია, დღეს აქ არის უკიდურესად დაძაბული სიტუაცია.
“ქართული მარშის” გარკვეული ნაწილი ვართ აქ და ვართ იმისათვის, რომ არ დავუშვათ აქ ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს პროვოკაციას.


ქართველმა და აზრებაიჯანელმა თანამემამულეებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რო ეს ქართული სახელმწიფოა და ყველამ ვცემ პატივი ერთმანეთს. აზრებაიჯანელიც, ქართველიც, სომეხიც, რუსიც, უკრაინელიც ყველანი არიანს საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეობა გვავალებს, ვიცხოვროთ ქართული სახელმწიფოს წესებით.


რაც შეეხება ხელისუფლებას, მე დღეს აქ ხელისუფლებას ვერ ვხედავ. აქა ვარ, მოვლენათა ეპიცნეტრში და მე აქ ხელისუფლება და ხელისუფლების ხელი ნამდვილად ვერ დავინახე. ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული ქართველი ახალგაზრდები, ეს განმუხტავს სიტუაციას. აქ ვხედავ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს, მაგრამ ხელისუფლებას ვერ ვხედავ და ეს არის ძალიან სამწუხარო.”


ალია






კომენტარები:

ფართი შოპი