დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს

17 May 2021 22:43

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ შევიდა.


პარალელურად, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან კვლავ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა. ვახტანგ გომელაური ადგილზე უკვე რამდენიმე საათია იმყოფება.


შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. მხოლოდ დღეს ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე პირები თავს დაესხნენ პირველი არხის გადამღებ ჯგუფს.




კომენტარები:

ფართი შოპი