დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში იმ ქალებზე ისაუბრა, რომლებიც თამბაქოს ეწევიან. მისი თქმით, გოგონა რომ თამბაქოს წევით დადის, უკვე განგაშის ზარი უნდა ავტეხოთ.
,,გოგონა რომ თამბაქოს წევით დადის, უკვე განგაშის ზარი უნდა ავტეხოთ. როგორ მეცოდებიან, როცა ვხედავ, სამსახურთან რომ გამოდიან და ჩაცუცქულები ეწევიან. იმდენად დაჩლუნგებულია მათი ზრდილობა და მათი ზნეობრივი გრძნობები, რომც შენიშვნა მისცე, შეიძლება სახეში მოგაყოლოს და გითხრას, რა შენი საქმეაო.
ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება, ის როგორი დედა იქნება წარმოიდგინე, ხომ მისი შვილიც შიშველი ივლის, მისი შვილიც მოსწევს, მისი შვილიც იბილწსიტყვავებს, მისი შვილიც გარყვნილებაში იქნება,"-
განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა