16 წლის ასაკში გაჩენილი შვილი, ღალატი, „ნაშა ბიჭები“ და უსიყვარულოდ „გათხოვება“ მდიდარ კაცზე - ხატია წერეთლის უცნობი ამბები

18 May 2021 00:30

„გავიგულავებ დღეს, გავიგულავებ ხვალ, გავიგულავებ ზეგ, ვინც რა უნდა თქვას“,- დიახ, ეს მომღერალ, ხატია წერეთლის ახალი სიმღერის მისამღერია.


ეს სიმღერა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და „ტიკ-ტოკის“ ერთ-ერთ ტრენდადაც ჩამოყალიბდა.

დღეს სწორედ ეპატაჟური მომღერლის შესახებ გიამბობთ.


ხატია ჟურნალისტებთან გულღიად საუბრობს პირად ურთიერთობებზე.

ვერც კი დავთვლი, რამდენჯერ დავეცი და წამოვდექი. ახლა ჩემს ცხოვრებაში იმ ეტაპზე ვარ, როცა ზეგანია ანუ არც აღმართი და არც დაღმართი. არსებობს ადამიანი, ვინც წლებია, მელოდება და შეიძლება, გადავწყვიტო მისი ცოლობა.


მომავალი ქმარი

ეს ადამიანი, როგორც თაყვანისმცემელი, სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. რომ იცოდა, შეყვარებული მამაკაცი მყავდა გვერდით, ზღვარს არ გადმოდიოდა. უბრალოდ, მოწერით შემოიფარგლებოდა: ბედნიერი ხარ? ხომ არაფერი გინდა?..


იმედასთან დაშორების მერე კი ისევ აღვადგინეთ ურთიერთობა. ასაკით ჩემზე დიდია. ზოგ-ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ ასაკით ჩემზე პატარები მხიბლავს, ასე არაა. უცხოელია და არ არის საქართველოში. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, როცა უცხოეთში ვცხოვრობდი, ერთად ვმოგზაურობდით. ძალიან კარგად ვიცნობ.


გემოვნებაში არ ვიჭრები და ესეც ქერა, ცისფერთვალება და სპორტსმენია. ასევე, წარმატებული ადამიანი, მილიონერი არ არის, ჩვეულებრივი ბიზნესმენია. თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში აქვს საკუთარი საცხოვრებელი. ჩვენ მოგზაურობის და სპორტის სიყვარულმა დაგვაახლოვა.


ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ მე მეგობრობის წითელ ზღვარს არ ვაბიჯებდი, თუმცა, ახლა ვფიქრობ, დადგა დრო, სწორედ ეს ზღვარი გადავკვეთო და მას ცოლად გავყვე.


სიყვარული მის მიმართ არ მაქვს. სიყვარულითა და გულის კარნახით არაფერი გამომივიდა და იქნებ ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება იყოს ჩემთვის გამართლებული. თუ დავთანხმდი მის ცოლობას და გავთხოვდი, ეს ურთიერთობა მომიტანს სტაბილურობასა და კომფორტს ურთიერთობაში. ბევრი საერთო გვაქვს, არ ვართ „გაჭედილი“ პიროვნებები, აზროვნების ერთნაირ საფეხურზე ვართ და ეს ბევრს ნიშნავს.


თუმცა, იმდენად არ მინდა თავისუფლების შელევა, ვფიქრობ – გავთხოვდე თუ არა. თავისუფლების შეზღუდვაში არ ვგულისხმობ კარიერის დათმობას. პირიქით, ტაშს დამიკრავს ყველა სიგიჟეში, რადგან თავადაც „ევასება“ სიგიჟეები.


მას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ასეთი გიჟი ვარ. სხვათა შორის, საჩუქრებითაც მანებივრებს. არ ვარ ის ტიპი, რომ საჩუქარი აუცილებლად ძვირად ღირებული უნდა იყოს. მთავარია, სწორად და გულით შერჩეული. იცის, რომ თეთრი ფერი მიყვარს და ჩემს დაბადების დღეზე ასი ცალი თეთრი ვარდი გამომიგზავნა. ერთხელ დეპრესია მქონდა. მომწერა: ახლა სად გინდა წასვლაო? მივწერე – სტამბოლში-მეთქი. უცებ მომდის, „შოპინგ ქარდი“ და წასვლა-წამოსვლის ბილეთები. ერთხელ კი ცუდ ხასიათზე ვიყავი, ბიზნესში მქონდა პრობლემა და საგზური მაჩუქა. ასეთი სიურპრიზები ბევრჯერ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ის იმ მომენტში ჩემ გვერდით ვერ იქნებოდა.


ნაშა ბიჭები

„ნაშა ბიჭები“ ჩემს ცხოვრებაში ბევრი არა, მაგრამ ორი იყო, თუმცა, ჩემ გარშემო უამრავია. მათთან ურთიერთობაში ვისწვლე ის, რომ მათგან კარგი სერვისის მიღება შეგვიძლია. სხვა მცნებაა, როცა ასეთ ბიჭთან ურთიერთობას თანხმდები და ერთობი და სხვა ცნებაა, როცა ის გიყვარდება.


პირველ შემთხვევაში, ტკივილი და განცდა არ ყოფილა, რადგან არ მიყვარდა, რასაც მეორე შემთხვევაზე ვერ ვიტყვი. იმედა, მხოლოდ „ნაშა ბიჭი“ არ იყო ჩემთვის, ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული. ასე რომ, ვინც თვლის, რომ „ნაშა ბიჭია“, ჩემი სიმღერა ყველას ეძღვნება.



უცნაური ჩვევა

სიმღერებს ნასვამი ვწერ და „ნაშა ბიჭები“ სამი ჭიქა წითელი ღვინის შედეგია. როცა ვსვამ, გონება იხსნება, ემოცია და მელოდია მეტი მოდის. არასდროს დამილევია არაყი, მხოლოდ ღვინო ან ლუდი. სამი ჭიქა წითელი ღვინო და სიტყვები, მელოდია და მუზები კი არ მოდის, თავისით მოფრინავს.


თუმცა, მუზები უფრო ხშირად მოდის, ვიდრე ვსვამ, უბრალოდ, დალევით ვაჩქარებ. ნასვამ მდგომარეობაში სამოცი სიმღერა მაქვს დაწერილი და ნელ-ნელა, დროდადრო გამომაქვს დღის შუქზე.


ანუ, ბაზარზე საჭირო დროს გამომაქვს. მარკეტინგულად რომ შევხედოთ, „ნაშა ბიჭები“ იმ დროს დავდე, როცა საჭირო იყო ამის დადება და საზოგადოებაში განსხვავებული მუხტი შევიტანე.


ღალატი

სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ მას ჩემი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი მსახიობია და სიყვარულის თამაშიც გამოსდის, არც ორ და სამ ფრონტზე თამაშზე ამბობს უარს. ალფონსია ჩვეულებრივი. როცა ამ ყველაფერზე თვალი ამეხილა, მივატოვე. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ის არაა ჩემთან...


ჩვენ შორის გაუგებროებები იქიდან დაიწყო, როცა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ადგილი ჰქონდა ღალატის მცდელობას. ამ ყველაფერს ჩავეძიე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ადამიანს ჩემგან მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა სჭირდებოდა. თავიდან, იმედასთან ურთიერთობა საკმაოდ მშვიდი და სტაბილური იყო.


არ ვარ უაზროდ ეჭვიანი, ფაქტებით მიყვარს საუბარი და იმასაც ვერ ვიტყვი, ფიზიკურად მღალატობდა თუ არა, უბრალოდ, ვნახე მიმოწერები და მივხვდი, სხვას ეფლირტავებოდა. კიდევ ვამბობ, არ ვარ ეჭვიანი, თუმცა არც ისეთი დებილი ვარ, ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა. საწყის ეტაპზე ფინანსური კუთხით არანაირი მოთხოვნილებები არ ჰქონდა.


აკმაყოფილებდა ის, რასაც ვაძლევდი, თუმცა, ბოლო პერიოდში გაუჩნდა ამბიცია, რომ უფრო უკეთესი მანქანა ჰყოლოდა და ამის გამო შეეძლო, ცხვირჩამოშვებულს ევლო. ვაღიარებ, ვუყიდე მანქანა და ის ორი წელი ჩემი ფინანსებით ცხოვრობდა, თუმცა, ამ ყველაფერს არ ვახმოვანებდი, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ, იქ იმაზე საუბარი, ვისი ფინანსები იხარჯება და ვისი არა, უხერხულია.



ბოლოს თავადაც დაიწყო მუშაობა, მართალია დაბალანაზღაურებად სამსახურში, მაგრამ მაინც და სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვა.


სულ ვეუბნებოდი: გაპატიებ ყველაფერს, მაგრამ არა ღალატს! როცა უკვე ფაქტის წინაშე დავდექი და მიმოწერები ვნახე იმ გოგოსთან, რომელიც ჩემი გარემოცვიდან იყო, ნამდვილად ვერ დავხუჭავდი თვალს. შევწყვიტე ურთიერთობა იმედასთან და სახლიდანაც გავაგდე.

ეს ის გოგო არ არის, რომელიც იმედამ ცოლად მოიყვანა. ვისთანაც „გავფაქტე“ ის ჩემი გარემოცვაა, მისი ახლანდელი ცოლი კი სულ სხვა ქალია. დაშორდე ადამიანს და ორ თვეში სხვა ისე შეიყვარო, რომ ცოლად მოიყვანო, ასე ხომ არ ხდება?


ესე იგი, მასთანაც პარალელურად ჰქონდა ურთიერთობა. მე გვიან გავიგე ამის შესახებ. რადგან იმედა ვახტანგიშვილი ძალიან კარგად გავიცანი, ჩემი გადასახედიდან, მათი ქორწინება არის მისი მორიგი ფინანსური კეთიდღეობისკენ სვლა. ის ქალი, რომელიც ახლა მისი ცოლია და ხელიც მოაწერეს, ფინანსურად შეძლებულია, იმედაზე ასაკით დიდი და შვილიანი.


ალბათ, მიხვდა, რომ რაც მას კარგი მანქანისთვის სჭირდებოდა, იმ ფინანსების მიმცემი მე აღარ ვიყავი და როდესაც იმ ქალთან ხელი მოაწერა, ამ ქორწინების სანაცვლოდ, მიიღო საჩუქრად ავტომანქანა „ქამრი“. ეს სრული სიმართლეა.


„დამალული“ შვილი

ხატიას თქმით, 16 წლის ასაკში გააჩინა შვილი და ფაქტობრივად ერთად იზრდებოდნენ.


„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა ფრაზები, რომ შვილს „ვმალავდი“...
მაგრად ვიხარხარე.


უბრალოდ მე არ ვარ ის დედა 24 საათი მარტო შვილის ქება დიდებაში რომ არის, მირჩევნია ის დრო მას დავახარჯო...


თუმცა, დავაკმაყოფილებ საზოგადოების ერთი ნაწილის ცნობისმოყვარეობას...


გაიცანით ჩემი ერთადერთი შვილი... 16 წლის ასაკში გავაჩინე ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ და არავინ არ გვყავს ერთმანეთზე უკეთესი არც მეგობარი, არც ახლობელი.


გართობისას პოზიტიური ტიპია, თუმცა ზედმეტად სერიოზულია საქმის კეთებისას, ძალიან შრომისმოყვარე, ნიჭიერი და განათლებულია...


მიღებული აქვს ქართული და ევროპული განათლება...


ნამდვილი ევროპელი დემოკრატია, ზუსტად იცის სად გამოხატოს პროტესტი, რეალისტია, აქვს კარგი გემოვნება, გურმანიც არის და კარგი კულინარიც, როდესაც სცალია.


ჩემთვის არანორმალურად მაგარი შვილია, თბილი, წარმატებული... მიხარია რომ 22 წლის ასაკში ერთერთი ძლიერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია და ამ ყველაფერს თავისით მიაღწია...“- წერს წერეთელი.


digest.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი