პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, კორპუსის მე-5 სართულიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, ახალგაზრდა ქალი გადავარდა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახალგაზრდა ქალს ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩავარდა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.