"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე

18 May 2021 11:25

შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ყვე­ლა პუნ­ქტი იქ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მმარ­თველ გუნდ ამის მზა­ო­ბა აქვს, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პო­ლიტ­საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და


რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს ის გეგ­მა, რაც“ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის სჭირ­დე­ბა.


„შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ყვე­ლა პუნ­ქტი იქ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მმარ­თველ გუნდ ამის მზა­ო­ბა აქვს.


მე­ო­რე სა­კი­თხი, რაც პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­ა­რეთ იყო ის გეგ­მა, რაც“ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის სჭირ­დე­ბა მე­რე­ბის და სხვა კან­დი­და­ტე­ბის ასარ­ჩე­ვად, მათ შო­რის, რა წე­სით უნდა ჩა­ტარ­დეს შერ­ჩე­ვა საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი თუ პრო­პორ­ცი­უ­ლი სიის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ი­ო­ნებ­ში. იცით, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას მო­უ­წევს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დად­გნენ არის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია“, - აცხა­დებს მდი­ნა­რა­ძე.


კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ ეს­წრე­ბო­და პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მას კახა კა­ლა­ძე, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მან სხდო­მა­ზე დას­წრე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­არ­ჩევ­ნო თე­მებ­ზე მუ­შა­ობ­და.


„კახი კა­ლა­ძე პარ­ტი­ის ოფის­ში ორ­ჯერ ვნა­ხეთ, აქ კონ­სპი­რა­ცია არ გა­მო­ვა. სა­არ­ჩევ­ნო თე­მებ­ზე მას­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ის არამ­ხო­ლოდ თბი­ლი­სის მერი, პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნია, ამ ეგი­დით 2 სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და, ასე­ვე ემ­ზა­დე­ბა, ხვალ, თუ ზეგ პრე­ზენ­ტა­ცია აქვთ და­გეგ­მი­ლი. დღეს სა­ღა­მოს ვერ მო­ა­ხერ­ხა დას­წრე­ბა, აქე­დან ჩვენ ვერ შევ­ქმნით რა­ი­მე ისეთს, რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ ხოლ­მე“, - აღ­ნიშ­ნავს მდი­ნა­რა­ძე.


კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა კახი კა­ლა­ძე თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ დათ­ქმულ ვა­დებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი კან­დი­და­ტე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­ე­ხე­ბა კახა კა­ლა­ძეს, მდი­ნა­რა­ძის თქმით „კახი არის გუნ­დის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი, ასე­ვე თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო მერი“.




კომენტარები:

ფართი შოპი