კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს მართავს

18 May 2021 13:21

მიმდინარე წლის  17-20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს მართავს.


დღეს კომიტეტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს წარომადგენლებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ იმსჯელეს.

„ დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მინისტრთან კულტურისა და განათლების შესაბამის რეფორმაზე,  რომლის განხორციელების აუცილებლობაც იქნა მხარეთა შორის დიალოგის დროს ხაზგასმული; ვისაუბრეთ ასევე აჭარის ავტიონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების  დაცვაზე; 


საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მეტ მიმღებლობას გაუჩენს ახალგაზრდებს კულტურასთან მიმართებაში. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი ნაბიჯები მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, -განაცხადა კულტურის კომიტეტის  წევრმა, დავით მათიკაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი