67 წლის ჟურნალისტი - დავით აქუბარდია ტელეეკრანზე ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელიც უკვე წლებია, საზოგადოებას თავისი ხმაურიანი განცხადებებით თავს ამახსოვრებს. ის მუდმივად ახერხებს იყოს როგორც ყვითელი პრესის, ასევე საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
დღეს ამ სტატიაში „დაიჯესტი“ დავით აქუბარდიას პირადზე გიამბობთ.
დავით აქუბარდია ახალგაზრდობაში ნამდვილად სასურველი სასიძო იყო. ტელეწამყვანის შესანიშნავ გარეგნობას მისი ახალგაზრდობის ფოტოებიც ადასტურებს.
???? ცოლი
დავით აქუბარდიას 2 ცოლი ჰყავდა. პირველი ცოლი პოეტი ლია ბედოშვილია. პოეტმა ყოფილ მეუღლეს ლექსი დაუწერა:
„არ მედარდება მშიერსა და ლამაზად მავალს
ავის მუქარა, მედროვეთა უგონო დოღი,
ჩემი სიცოცხლის დიდ ტაძარში ალალად ვდგავარ,
ვის შერჩენია პოეტებთან ბოროტი შფოთი.
ცვდება ჟამი და ცუდ მედიდთა სალამ-ქალამი
საწუთროს კანონს რას გაიგებს შენებრ აშარი,
ღმერთმა მაშოროს, გაშრეს სისხლი, წამიხდეს ძალი,
და შენს საპალნეს ვეღარ გასწვდე, ჩემი კალამი!"
ლიას და დავითს საერთო ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავთ, ერთ-ერთი მათგანი პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდიაა.
აქუბარდიას მეორე ცოლი ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილია. ისი ტელეკომპანია „კავკასიის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორია.
მათი პროფესიული და ოჯახური ტანდემი 19 წელზე მეტია, რაც შედგა. ერთად ბევრი რამ გაიარეს – რთულიც და საინტერესოც და, ალბათ, ამიტომაც, უკვე აღარ იციან, სად იწყება საქმე და სად – პირადი ცხოვრება. წყვილს საერთო შვილიც ჰყავთ.
„არც მე და არც დათოს არ გვიყვარს ხოლმე ჩვენს საკუთარ ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი. არ მიყვარს იმ დოღებში ჩაბმა, რომელიც პიარს ემსახურება, თორემ, კარჩაკეტილი არც მე ვარ და არც დათო. ის განსაკუთრებით გახსნილი ადამიანია ყველასთან, ყველა სიტუაციაში არის უკომპლექსო, არ უყვარს პირობითობები, არ აინტერესებს სტატუსები; შეუძლია, ტელევიზიის დამლაგებელს ყავა მოუდუღოს.
დათოსთვის მთავარია ადამიანი, რეგალიებს არასდროს ეკიდება. დათო საერთოდ არ მალავს არაფერს, დაცვაც კი არ გვყავს ტელევიზიაში (იცინის). ახლა, რაც შეეხება ფუნქციებს, მე აღმასრულებელი დირექტორი ვარ, დათოს ამგვარი სტატუსი არ აქვს. საბუთებში, ხელშეკრულებებში, ფინანსებში და საორგანიზაციო საკითხებში ნაკლებად ერევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დოკუმენტებზე ხელს მე ვაწერ, გამოდის, რომ ფორმალურად მე უფრო მაღალი რანგი მაქვს. რანგის რა გითხრათ და, დათო ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე მე. ის „ხალხოსნური” ტიპია, ხშირად ნახავთ ბაზრობებზე – მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ელიავას ბაზრობა, სადაც შეიძლება ერთი ვინტილი იყიდოს, მაგრამ, რამდენიმე საათი გაატაროს იქ სიამოვნებით და ესაუბროს ადამიანებს მათ პრობლემებზე. სულ ვეხუმრები, „კაცი სეილი” ხარ-მეთქი – საერთოდ რომ არ სთხოვოს ვინმეს ფასდაკლება, 50-პროცენტიანი ფასდაკლება იმწუთას გარანტირებული აქვს“- ამბობს ნინო ჯანგირაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
- კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?
– ძალიან ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ერთი შეხედვით, ჩვენი ცხოვრება შეიძლება ძალიან მოსაწყენიც კი ჩანდეს. მეც და დათოსაც ორივეს ძალიან გვიყვარს სახლში ყოფნა. ისე გვაქვს მონატრებული სახლი, ეს ჩვენთვის დიდი კომფორტია. ზოგადად, თავისუფალი დრო იმდენად ცოტა მაქვს, რაც ყველაზე ძალიან მინდა და მაინტერესებს იმ მომენტში, იმას ვაკეთებ. გატაცებები და ინტერესები ცხოვრებაში ხშირად მეცვლება. ამ ბოლო დროს ინტერიერის დიზაინით ვარ გატაცებული. მიყვარს ცურვა, თუმცა, სამწუხაროდ, ცურვისთვის ხშირად ვერ ვიცლი. ვცადე, დათოც ამეყოლიებინა, მაგრამ, არ გამომივიდა და დავანებე თავი. მიყვარს მოგზაურობაც. უცხოეთში ძირითადად საქმიან მივლინებებში მიწევს სიარული, თუმცა, ვპოულობ დროს იმისთვისაც, რომ დავათვალიერო ყველაფერი, რისი საშუალებაც მაქვს. ამ ბოლო წლებში დათოს ყველაზე დიდ გატაცებად ექცა ველოსიპედით სიარული. სულ ველოსიპედებს ყიდულობს, თანაც, საუკეთესოებს, რაც არ ღირს იაფი და, შესაბამისად, სულ ვაპროტესტებ, რომ ამით ოჯახის ბიუჯეტი ნადგურდება. მერე სხვებს ჩუქნის და მერე ისევ ყიდულობს. შაბათ-კვირას დათო ხშირად მიდის ბათუმში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ველოსიპედის, თუ არ ვცდები, 15-კილომეტრიანი ბილიკი გააკეთა – ეს დარჩა დათოს ექსპრეზიდენტისგან მემკვიდრეობით (იცინის). დათოს უფროს ქალიშვილს, თეონასაც უყვარს ველოსიპედი. დათომ უკვე ჩვენი შვილი, ნიკუშაც აიყოლია. ვამბობ ხოლმე, სააკაშვილმა აქუბარდიებს გაგიკეთათ-მეთქი ეს ბილიკი.
სკანდალური ეთერი
დავით აქუბარდიას ერთ-ერთ ეთერში ბორკილდადებული კაცი შეუვარდა.
ტელეკომპანია „კავკასიის“ ღია ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემის მსვლელობისას რეჟისორი ზაზა სვანაძე შეიჭრა სტუდიაში. რეჟისორს პროტესტის ნიშნად ხელბორკილი ედო.
„მე მოვითხოვ“, - დაიწყო სვანაძემ, თუმცა მას ფრაზა აღარ დაასრულებინეს. „გადი, შვილო, მაცალე, გადაცემა მაქვს! გაიყვანეთ, კაცო, აქედან“, - მიმართა მას დავით აქუბარდიამ.
როგორც გაირკვა, სვანაძე „კავკასიაზე“ იმიტომაა განაწყენებული, რომ მას ეს ტელეკომპანია ეთერში არ იწვევს და ბლოკავს.
ტელეკომპანია „კავკასიის“ წარმომადგენელმა, ნინო ჯანგირაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მალევე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აღნიშნა: „ზაზა სვანაძეს ბორკილების გასაღები სტუდიაში დარჩა. იმედია, ამაღამ ბორკილებით არ მოუწევს ძილი“.