გიორგი ვაშაძე - იმ ომში, იმ ბრძოლაში ვერ შევალ, რომელშიც პროცედურულად შეიძლება წავაგო - ოპოზიციამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით

18 May 2021 18:27

მე იმ ომში, იმ ბრძოლაში ვერ შევალ, რომელშიც პროცედურულად შეიძლება წავაგო, ჯერ ყველა ოპოზიციური პარტია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, მე ამას ველოდები - ოპოზიცია უნდა დავსხდეთ და ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგამოძიებო კომისიაში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.


ვაშაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის ის ფორმატი, რომელიც უკვე შექმნილია, მისთვის საკმარისი არ არის.


“მე ვფიქრობ, რომ მთლიანად ოპოზიცია უნდა დავსხდეთ ერთად და მივიღოთ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ის ფორმატი რაც დღეს არის შექმნილი, ჩემთვის არ არის საკმარისი, რომ რეალური შედეგი დავდოთ და რეალურად მოხდეს გამოკვლევა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა განახორციელოს საგამოძიებო კომისიამ რეალური სამუშაო, რადგან მომავალშიც ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა იცოდეს და ხელი არ უნდა წაუცდეს გაყალბებაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, ახლა საკითხი არის ასე, რომ იმ მოედანზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მისთვის სასარგებლოდ შექმნა, რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღება არასწორი მგონია, მაგრამ საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა იყოს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მნიშვნელობა აქვს ვინ ხელმძღვანელობს, რა პარიტეტით იქმნება ეს საგამოძიებო კომისია - ეს არის "ქართული ოცნების" ხელმოწერებით და მას აქვს ახლა უფრო მეტი პრიორიტეტი ტექნიკური თვალსაზრისით, ამიტომ, საპარლამენტო მუშაობა ასევე არის პროცედურული ომიც და მე იმ ომში, იმ ბრძოლაში ვერ შევალ, რომელშიც პროცედურულად შეიძლება წავაგო. ჯერ ყველა ოპოზიციური პარტია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, მე ამას ველოდები, რომ პარიტეტი იყოს სწორედ ამის შემდეგ კარგად გადანაწილებული, ამიტომ დღეს საგამოძიებო კომისია არ არის ნომერ პირველი საკითხი განსახილველი", - განაცხადა ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი