„ამდენი ათეული წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ რაღაც დაბლოკვაზე გამოთქვამ პრეტენზიას...“ - ვისზე გაბრაზდა მაია დარსმელიძე

18 May 2021 19:07

„ფარული კონვერტის“ სტუმარი მომღერალი, რუსუდან მუმლაძე იყო. როგორც მან განაცხადა, წლების წინ, მარინა ბერიძე  სხვადასხვა პროექტში იმის გამო ბლოკავდა, რომ ის მისი ყოფილი ქმრის ცოლია.


რუსუდან მუმლაძემ კონკრეტული ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, დახურულ მოსმენაზე, სადაც მხოლოდ სიმღერას უსმენდნენ და შემსრულებლის სახელი და გვარი ჟიურისთვის უცნობი იყო, მისი სიმღერა მოიწონეს. თუმცა, როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, მაშინვე დაბლოკეს.


გადაცემის ამ ნაწილს მუსიკოსი მაია დარსმელიძე გამოეხმაურა. მან „ფეისბუკზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ დაბლოკვაზე საუბარი გადაჭარბებულია. ამასთან მან მარინა ბერიძე გაამხნევა და სხვებთან შედარებით მის უპირატესობას გაუსვა ხაზი.


„ალიო, ჩიტო ჩიორა, უსამართლობაზე ძალიან მეკეტება და ვწერ ერთი ორ სიტყვას, კარგი?!
ჩემთვის და ჩემი ძალიან არახანმოკლე მუსიკალური გამოცდილებისთვის თუნდაც ისაა საკმარისი, რომ ორი ათას ოცდაერთ წელს კომუნისტური შემართებით ნამღერი „ჩიტო-ჩიორა“ მომკალით და ვერაფრით იქნება რამენაირად ღირებული.


ხო, თან უკვე დასრულებული, ეგრეთ წოდებული ფონოგრამის სახით აი ისეთი როა, როგორიც არის და ბოლომდე ფაქტობრივად ძალით რომ მოვისმინე (რომ მერე გამერჩია სამართლიანად)...


ჰოდა, საპირისპირო აზრი ვინმეს თუ გაქვთ და თან პროგრესულობის პრეტენზია, მოიძიეთ, მოისმინეთ ეს მხოლოდ თარიღით „ახალი“ ნაფტალინური მიდგომა და მეკამათეთ, თუ გინდათ.

დაბლოკვას რაც შეეხება: ჩემი აზრით დაბლოკვა მაშინ ჰქვია, როდესაც რაღაც საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე და არა ამ დონის ძალიან ჩვეულებრივ ამბავთან, რომელიც ამ ძალიან მუსიკალურ ქვეყანაში, სადაც თითო ოჯახში, სადაც ერთი ბანტიანი გიტარა არსებობს, ასეთი ხმიან-სმენიანი მინიმუმ ერთი წევრი მაინც ჰყავთ... ამაზეც მეკამათეთ, თუ გინდათ და მე სტატისტიკას გადავხედავ და ძალიან გამეღიმება.


მხოლოდ გაგეღიმოს ამ ყველაფერზე, მარინა, ძვირფასო! რადგან:


ბარეორი შეგეჯიბროს პროგრესულობაში (თან ნებისმიერ თემაში) - ეტა რაზ;


ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ციფრებია და მთავარია შარმი, ქარიზმა, რომელიც ან გაქვს, ან ვერ იყიდი და აქაც შეგეჯიბრონ - გარეგნულადაც მილიონჯერ ჯობიხარ;


და არ ვიცი, ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ძალიან, ძალიან გავბრაზდი... როგორ ბედავენ და სადა ბანაობენ?!
ამდენი ათეული წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ რაღაც დაბლოკვაზე რომ გამოთქვამ პრეტენზიას, რომელსაც თან არავითარ დაბლოკვად არ მივიჩნევ (და ზემოთ უკვე ავხსენი)...


ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა - დავმარხავდი და მადლობაც გითხრან, რომ ყველა შენს პლუსთან ერთად, სასწაულად ადამიანურიც ხარ!


მე ვინ მეკითხება, მაგრამ იმდენად მეკეტება უსამართლობაზე და იმდენად გავბრაზდი, რომ აი, ასეთი პოსტის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. Marina Beridze, მიყვარხარ“, - წერს მაია დარსმელიძე.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი