რა უთხრა მარინა ბერიძემ ქმრის შეყვარებულს? – “გულწრფელად უნდა ვთქვა…”

18 May 2021 19:22

“ფარულ კონვერტში”, ია ფარულავასთან, რუსუდან მუმლაძე:

ია ფარულავა:

-ცოლიან კაცთან, ზურაბ ლალიაშვილთან დაიწყე ურთიერთობა… იცნობდი მარინა ბერიძეს?

რუსუდან მუმლაძე:

-ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა რომანით, საქმიანი ურთიერთობით დაიწყო, მოეწონათ ჩემი ნამღერი, კარგად მღერი და მოდი, ვცადოთ, გავაკეთოთ პროგრამაო, შემომთავაზა ზურამ.

-გეჩალიჩებოდა?

-ვერ ვიტყვი მაგას. ძაან მორიდებული იყო. რაღაცა პერიოდის მერე, მოკრძალებულ ინიციატივას იჩენდა. შვილი მყავდა გასაზრდელი და ამაზე ვიყავი გადართული. შემოქმედებაში გავიშალეთ.

-მარტო ხომ არ იყო, ჰყავდა ოჯახი, მეუღლე.

-მე მივდიოდი ზურა ლალიაშვილის სტუდიაში, არც ვიცოდი, ვის სახლში დავდიოდი.

-თვლი, თუ არა რომ შენ აღმოჩნდი, მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

-დარწმუნებული ვარ ჩემამდეც გაჩნდა ეს სიცარიელე. მე მოვისმინე მისი ინტერვიუ და აღიარა თავადაც…

-რეალურად, შენი რომანი დაიწყო ცოლიან კაცთან… როცა თქვემნი სიყვარული დაიწყო შენ გქონდა შეხვედრა მარინა ბერიძესთან…

-ასეთი რაღაცეები არ იმალება, ამ თემაზე შევხვდი, კი. გულწრფელად უნდა ვთქვა, მე დავინახე უფრო მეტად რეპუტაციის დაკარგვის შიში, ვიდრე საყვარელი ადამიანის.

-მთელი ოჯახი ჭორავდა ზურას იმის გამო, რომ მარინას მამისეული ბინა გაყიდა, გაუყო..

-არ არის ეს ჩემი სალაპარაკო, მაგრამ, რადგან მკითხე, გიპასუხებ. იმ სახლში ზურას ჰქონდა სტუდია, რომელიც თავისი ფინანსური რესურსით გააკეთა. მე სახლიც მქონდა, კარიც, არ მქონდა ეგ გაჭირვება. ზურა დიდი ქონების პატრონი არასოდეს ყოფილა… ეს სახლი, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მინდა გითხრა, რომ როგორც ზურასი, ასევე ჩემი მატერიალური რესურსითაა…. ასე რომ, მე ჩემ სახლში ვცხოვრობ.

-ამბობდნენ, რომ შენ დააძალე ბინის გაყიდვა…

-არ გამიგია ეგ ჭორი…

-მარინა ბერიძემ შენ შეგაფასა როგორც ცუდი მომღერალი.

-ხო, და როგორ მიხარია, რომ მარტო მან დამაბრალა და სხვამ არავინ და არც არავინ აჰყვა ამ დაბრალებაში. ხალხმა შეაფასოს. ვინც ამას იტყვის, ჩემზე კარგად უნდა მღეროდეს და უკრავდეს, რასაც ვერ ვხედავ.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი