მოვიდა მარინა და ყურში რაღაც უთხრა ნიკას… მერე ნიკამ ისეთი რამ მითხრა, რაც ძალიან გამიკვირდა და ახლა უნდა მოვყვე… – რუსუდან მუმლაძე

18 May 2021 19:30

გადაცემა “ფარულ კონვერტში” რუსუდან მუმლაძე საუბრობს მარინა ბერიძეზე, მისი მეუღლის ყოფილ ცოლზე და ამბობს, რომ ის ბლოკავდა:

“ეჭვი კი არ მაქვს, ზუსტად ვიცი. შემიძლია გავიხსენო, ბათუმის ფესტივალი, 2010წელს, “სიმღერა ბათუმზე”, გავაკეთე ორი სიმღერა, ჩემი სიმღერა იყო ორივე, დახურული მოსმენა იყო, სადაც არ იცოდნენ, ვისი სიმღერა იყო, თორემ, იქვე დამბლოკავდნენ. ჩემი სიმღერა მოხვდა 25 სიმღერას შორის, მირეკავენ, გადავიდა მეორე ტურში, უნდა იყოს ცოცხალი მოსმენაო. ეს იყო დუეტი, მე და გიორგი წერეთელი. ნიკა მემანიშვილი იჯდა პარტერში, ვუყურებ, ძალიან დადებითად, პოზიტიურად აღიქვამს. მოდის ქალბატონი მარინა და ყურში რაღაცას ეუნება ნიკას. გასაგები იყო, რასაც ეტყობა. დავამთავრე სიმღერა და წამოვედი სახლში.


რამოდენიმე ხანში მირეკავენ და მეუბნებიან, არ გადავიდა თქვენი სიმღერაო. ველაპარაკე ნიკას, დვაურეკე და რაღაცა გადაბრალებები წავიდა, მე არ ამომიღია, სხვამ ამოიღო. მოვითხოვე მუსიკალურად შეფასება ამ სიმღერის, მქონდა ამის უფლებას. პროტესტი გამიჩნდა, იმწამსვე მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო. ავდექი და პირდაპირ მივედი სახლში მარინასთან. ეს იყო სახელმწიფო კონკურსი, არ იყო კერძო კონკურსი და პირადი ნიშნით ჩემ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ნიკამ მითხრა, ვიღაც გოგომ დამირეკაო, მითხრა, უნდოდა რომ ვიღაც გოგო ვყოფილიყავი… ამ დროს, მე ნიკა მელაპარაკა, როგორც რუსუდან მუმლაძეს და არა, როგორც ვიღაც გოგოს. დავბრუნდი კონკურსში, მაგრამ მაინც გააკეტეს გასაკეთებელი. წავედი ბათუმში, ნიკა მითხრა, რომ არის 25 სიმღერა და დარჩება 22 სიმღერა, წინა დღეს რის რეპეტიცია და მეორე დღეს კონცერტი. ყველა სიმღერა მოვისმინე და როგორმე ვარჩევ კარგს და ცუდს. კენჭისყრაა, მორთულ-მოკაზმული ვარ სცენისთვის და კენჭისყრაზე არაა ჩემი სიმღერა. ტყუილად ჩამიყვანეს ბათუმში, რომ მერე იქედან გამოვეშვით. იმწამსვე მივხვდი რაში იყო საქმე. ავედი სცენაზე, ნიკას კარგად ეხსომება ჩემი გამწარებული, ცრემლნარევი სახე. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ უნდა ვთქვა… – ასე იქნება სულ! – მითხრა ნიკამ. აუცილებლად ეხსომება ეს სიტყვები. არასოდეს ტყუილს არ ვამბობ. ისე აგიხდეს ყველაფერი, რომ…


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი