სავაჭრო ცენტრების მუშაობის გრაფიკი იცვლება - გაეცანით განრიგს

18 May 2021 19:38

დღეიდან, სავაჭრო ცენტრები სამუშაო საათებს ზრდიან და ისინი მომხმარებლებს გვიანობამდე მოემსახურებიან. გაზრდილი სამუშაო საათების შესახებ, თითოეული მოლი ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს და მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. შეგახსენებთ, ამ დრომდე, მოლები 19:00 საათამდე მუშაობდნენ.

მოლების ახალი სამუშაო განრიგი ასეთია:

„ისთ ფოინთი“ – 10:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს

„თბილისი მოლი“ – 10:00-დან 21:00 საათამდე;

„გალერია თბილისი“ – 10:00-დან 21:30 საათამდე;

„სითი მოლის“ საბურთალოსა და გლდანის ფილიალები – 10:00 – დან 21:30 საათამდე;

„ქარვასლა” – 10:00-დან 21:00 საათამდე.

უწყებათშორისი საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, 17 მაისიდან საქართველოში კომენდანტის საათი გახანგრძლივდა და 21:00-ის ნაცვლად, 23:00 საათიდან დაიწყება.


digest ge 





კომენტარები:

ფართი შოპი