იაგო ხვიჩია - „ევროპულმა საქართველომ" აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში - ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად ერთმანეთიც არ გაულანძღავთ

18 May 2021 20:03

„ევროპულმა საქართველომ" აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.


მისივე თქმით, როგორი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება „ევროპული საქართველოს" დატოვების შემდეგ ტარიელ ნაკაიძე, ამას დრო აჩვენებს.


„გვემატება თუ არა ოპოზიციას კიდევ ერთი დეპუტატი, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად იქნება აქტიური ბატონი ტარიელი ნაკაიძე და ჩართული იმ საქმეებში, რომელიც ჩემ ინტერესებშიც არის და მე მაინტერესებს. ისე ზოგადად ოპოზიციონერი იყოს, მაგრამ არც ერთ ინტერესში არ ვემთხვეოდეთ, რავიცი გინდა შემოსულა და გინდა არა.


„ევროპულმა საქართველომ" აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ. ბოლო პერიოდში ცოტა აურიეს, თორემ მანამდე კარგად მიდიოდნენ. ეს არევა, ჩემი აზრით, არჩევნებზე ნაჩვენებმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგმა გამოიწვია", - განაცხადა ხვიჩიამ.


ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.




კომენტარები:

ფართი შოპი