წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

18 May 2021 22:09

წყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.


ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.


არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




კომენტარები:

ფართი შოპი