მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

18 May 2021 23:28

მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს.

 

„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს. იგი მზადაა , რომ ევროპარლამენტი ისევ აქტიურად იყოს ჩართული და გვქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა. პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა დამკვირვებლების გამოგზავნა არჩევნებზე და ეს იქნება პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, უკვე შესაძლებელი იქნება დამკვირვებლების გამოგზავნა და მათი საქართველოში მიღება. სასიხარულოა, რომ სასოლიმ დიდი ინტერესი გამოთქვა საქართველოში ვიზიტისადმი. პარლამენტის თავმჯდომარემ ის მოიწვია საქართველოში და ეს ვიზიტი შედგება“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი