შენზე მეტი თავისუფალი თუ არ ვიყო, მე ვიყო უნამუსო, შენზე მეტად თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბალანდას მაჭმევენ! – გოგი წულაია

18 May 2021 23:43

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდა.

წულაია მოსამართლე ზვიად შარვაძეს მიმართა:


„მალე მნახავ გარეთ გამოსულს. გამოვალ ისე, როგორც გამოვიდა მელია. შეიძლება წაართვა ადამიანს სახლი, კარი, ოჯახი, სამშობლო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წაართმევ!


9 ნაბიჯი აქვს ჩემ კამერას, 9 ნაბიჯი აქეთ, და 4 ნაბიჯი ასე… შენზე მეტი თავისუფალი თუ არ ვიყო, მე ვიყო უნამუსო. თავისუფლებას თქვენ ვერ წამართმევთ! შენზე მეტად თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბალანდას მაჭმევენ!“


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი