5 მიზეზი გათხოვებაზე უარის სათქმელად - რატომ არ ღირს გათხოვება?

18 May 2021 23:53

„რამდენი წლის ხარ? - უჰ, დროა უკვე“, „აბა, როდის თხოვდები, ისეთი ლამაზი ხარ თაყვანისმცემლების არმია გეყოლება...“ - ამ და სხვა უაზრო ფრაზებით ალბათ, ხშირად გაბეზრებენ თავს. ჰოდა, დღეს მიზეზებს ჩამოგითვლი, თუ როგორ უნდა „მოიშორო“ თავიდან „გათხოვებას დაგეშილი სანათესაო“.

გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენ ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას. არ გეუბნები, რომ საერთოდ არ უნდა შექმნა ოჯახი ან უარი თქვა დედობაზე. ამ სტატიაში ნახავთ მიზეზებს რომელთა გამოც ქორწინებაზე უარი უნდა თქვათ.

გარშემომყოფთა მინიშნებები

დრო როგორც არ უნდა გადიოდეს, ქორწინებაზე მხოლოდ ამ მიზეზით არ უნდა თქვათ უარი. არსებობს რისკი, რომელიც ნაჩქარევად დაქორწინებას ახლავს. რის გამო?! ზოგი 20 წლის ასაკში თხოვდება და ნამდვილ სიყვარულს კი 50 წლის ასაკში ხვდება. გულს ვერ უბრძანებთ!

გარეგნობა

თუ შენი საქმრო აპოლონივით ლამაზია, ეს არ წარმოადგენს საკურთხეველთან გაქცევის მიზეზს. იფიქრეთ, გაკავშირებთ მასთან რაიმე გარდა გარეგნობისა?! სანამ გათხოვდებით, აუცილებლად გაიცანით მამაკაცი უკეთ და დააკვირდით, შეეფერებით თუ არა ერთმანეთს. ყველა ვბერდებით, გარეგნობა ქრება და უფრო ისეთი თვისებები ფასდება როგორიცაა: ერთგულება, სინაზე, ზრუნვა და სამართლიანობა.

მარტოობის შიში

ქალების გლობალური შეცდომა – „ბოლო შანსის გამოყენებაა”. არსებობს სტერეოტიპები, რომ 35 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა გათხოვდე ვინმეზე. ეს ჯანსაღ ურთიერთობებამდე არ მიგიყვანთ. ზოგჯერ გათხოვილი ქალი უფრო მარტოსულია, ვიდრე დასაოჯახებელი.

მოჩვენებითი ბედნიერება

ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ, თუ პარტნიორს დაშორდებით, მისი ჩანაცვლების ძიებას ნუ ეცდებით. ზოგჯერ რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილები შორდებიან და დაშორებიდან 1 წელიწადში ქორწინდებიან – ყოფილი პარტნიორის გასაღიზიანებლად. აჯობებს დაიცადოთ და ვერც კი შენიშნავთ თუ რა მალე იპოვით ბედნიერებას. მხოლოდ ეს იქნება სწორი სვლა.

მშობლებისგან გადასვლა

ზოგჯერ ჰორიზონტზე სარფიანი მამაკაცი ჩნდება. უზრუნველყოფილი და სიმპათიური კაცი, რომელსაც თავის თავი უყვარს. თუ ერთადერთი მიზეზი ოჯახური ბუდიდან წასვლაა, აჯობებს ბინა იქირაოთ. გარკვეული დროის შემდეგ გაიაზრებთ, რომ უბრალოდ მშობლების სახლიდან გსურდათ წასვლა.

ოფიციალური ქორწინება შესანიშნავი რამ არის. ჩვენს რედაქციას სჯერა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული კიდევ არსებობს. ასეთი რომანტიკოსები ვართ… თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები სხვა მიზეზებით არ ქორწინდებიან.

მასალა მომზადებულია გამოცემა „პაპარაცის“ მიხედვით.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი