"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

19 May 2021 00:15

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას­თან კი­ევ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ვი­დე­ო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.


ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლია უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რად­გან ვერ გა­ტე­ხეს და „ცი­ხის შიში სა­ერ­თოდ გა­აქ­რო“.


"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნამ­დვი­ლი გმი­რი ნიკა მე­ლია არის ჩა­მო­სუ­ლი კი­ევ­ში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით. მე მის ად­გილ­ზე ცი­ხის შემ­დეგ და­ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ იმ­ხე­ლა ენერ­გია აქვს, რომ ერთი წა­მით არ შე­უძ­ლია დაჯ­დო­მა და დას­ვე­ნე­ბა, რაც არის გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი. ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი აქვს ნი­კას და მა­ღა­ლი ტალ­ღა აწია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. ვა­მა­ყობ, რომ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი ვარ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი გამ­ბე­და­ო­ბით და პრინ­ცი­პუ­ლო­ბით, რაც გა­მო­ი­ჩი­ნა. მგო­ნი ჩვენს ხალ­ხს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი წე­ლია ხალ­ხი ელო­დე­ბა რა­ღაც შვე­ბას და წინსვლას.


ჩემი აზ­რით ნიკა უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, იმი­ტომ, რომ ვერ გა­ტე­ხეს და ცი­ხის შიში სა­ერ­თოდ გა­აქ­რო, შიში რეპ­რე­სი­ე­ბის და ზე­წო­ლე­ბის, რაც ამ­დე­ნი წელი არ­სე­ბობ­და. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ სტან­დარტს ქმნის, სხვე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან მიჰ­ყვნენ მის გამ­ბე­და­ო­ბას და სტან­დარტს. ეს არის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, ახა­ლი ძალა მი­ე­ცა მთელს ჩვენს ხალ­ხს“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.


"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას თქმით, სჯე­რა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც თუ ისე შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, არა მხო­ლოდ კი­ევ­ში, არა­მედ თბი­ლის­შიც შეხ­ვდე­ბა.


"2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონ­და შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე ფი­ზი­კუ­რად პას­პორ­ტი არ მქონ­და, რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნას. მი­შას სამ­წუ­ხა­როდ დღემ­დე არ ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩა­მო­ვი­დეს იქ, სა­დაც ეკუთ­ვნის ყოფ­ნა. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ. მჯე­რა, რომ არც თუ ისე შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით არა მხო­ლოდ კი­ევ­ში, არა­მედ თბი­ლის­შიც, ეს ასეც უნდა იყოს და შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვაგ­ვა­რად მოხ­დეს. ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თო სტრა­ტე­გია იყოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მტე­რი არ გა­ვა­ხა­როთ. უამ­რა­ვი ხა­ფან­გი და­გე­ბუ­ლი დამ­ხვდა ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხე­ლებს იფ­შვნეტ­და, რომ იქ­ნებ რა­ი­მე გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­დეს ოპო­ზი­ცი­ა­ში. ჭო­რებს ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს მი­შას­თან და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მაქვს, რაც არის პი­რი­ქით. იმა­ზე გო­ნი­ე­რი ხალ­ხია ოპო­ზი­ცი­ა­ში და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ვიდ­რე მა­ვანს გო­ნია, ამი­ტომ არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გოს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი ბო­ლომ­დე ამო­ი­შან­თოს. მთა­ვა­რია ჩვენ თვი­თონ ვირ­წმუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ჩვენ თუ არ ვირ­წმუ­ნეთ რო­გორ უნდა ირ­წმუ­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბამ“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.


ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია კი­ევ­ში 16 მა­ისს გაფ­რინ­და. უკ­რა­ი­ნა­ში მას­თან ერ­თად გა­ემ­გზავრნენ პარ­ტი­ის წევ­რე­ბი: კობა ნა­ყო­ფია, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი