„შენ ხარ შენი თავის წამალი„ - როგორია ანი გიუნტერის ცხოვრების სტილი?

19 May 2021 00:46



„სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ტელეწამყვანი ანი გიუნტერი. აცრის შემდეგ ჩავწერეთ ეს მცირე ინტერვიუ: - თავს როგორ გრძნობთ აცრის შემდეგ, რაიმე გვერდითი მოვლენა ხომ არ გამოგივლინდათ?


თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი სიმპტომი არ გამომვლენია. ჩემს გარშემოც სეროზული სიმპტომი არავის ჰქონია. გავესაუბრე დაყოვნების ოთახში ექთნებსაც და როგორც მითხრეს, პროცენტულად ძალიან მცირე რაოდენობის უკუჩვენებაა დაფიქსირებული.


ძალიან იშვიათ შემთხვმევაში წნევის ვარდნა, სისუსტე და სხვა მსუბუქი გვერდითი მოვლენები.





mkurnali.ge

როგორც მკურნალთან საუბარში აღნიშნავს, განსაკუთრებით იცავს რეგულაციებს და ახლაც ასე აპირებს გაგრძელებას. ყოველთვის სამედიცინო ნიღაბს ატარებს და არ ერიდება სხვასაც მისცესშენიშვნა პირბადესთან დაკავშირებით.  „საეთეროშიც რეკლამის დროს, დამცავ ფარს ვიკეთებდი ხოლმე“.

კითხვაზე: თუ რატომ აიცრა „ სინოფარმის“ ვაქცინით, გვპასუხობს, რომ ის მზად იყო „ასტრაზენეკას“, ან , „ფაიზერის“ ვაქცინითაც აცრილიყო, უბრალოდ გარემოებამ რისი საშუალებაც მისცა, აიცრა იმ ვაქცინით.


- ვაქცინაციას უამრავი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს, მსოფლიოშიც არაერთი ანტივაქსერია, როგორიაშეკითხვა ექიმს-თქვენი პოზიცია და რას ეტყოდით, მათ ვისაც ჯერ კიდევ ეშინია და ეჭვის თავლით უყურებს ამ ყველაფერს?

- ვაქცინის გაკეთება ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის პრეროგატივაა. უნდა დავუჯეროთ სამედიცინო პერსონალს. მცირე გვერდითი მოვლენების მიუხედავად, არ შეგვეშინდეს, ვინაიდან ვაქცინაცია არის საუკეთესო გამოსავალი.



- ყოველთვის და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, საოცარ ფორმაში ბრძანდებით, რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო და როგორია თქვენი კვების რაციონი?

დაახლოებით 3 თვეში 14 კილოგრამი მაქვს მოკლებული. ვიცავდი კეტო დიეტას, რომელიც ნახშირწყლების შეზღუდვასა და მაღალცხიმოვან კვებას მოიაზრებს. შიგადაშიგ ვარღვევ, თუმცა შემდეგ კვლავ ვაგრძელებ სწორ კვებას. ფიზიკურად მე ვერ გავძლებდი ასეთ რაციონზე, რომ არ უწყობდეს ეს კვება ხელს იმას, რომ უბრალოდ შიმშილის გრძნობა არ გაქვს.



- როგორია თქვენი კეტო დიეტის ერთი დღის მენიუ?

ყოველდღიურად სხვადასხვა რამ შედიოდა ჩემი კვების რაციონში. ჭამასთან ერთად მნიშვნელოვანია შუალედების დაცვაც. მენიუ 4 კვებისგან შედგება. ვღებულობდი შემწვარ კვერცხს ზეითუნის ზეთში, ან კარაქში, ან ბეკონთან ერთად. აუცილებლად ბევრ ცხიმს და უჯრედისის სახით მწვანე სალათას, რომელსაც შეგვძლია ზეითუნის ზეთი, კვერცხი და მცირე რაოდენობის ლიმონი დავუმატოთ.

ასევე, ჩემი ფავორიტი არის მოთუშული ბროკოლი ზეითუნის ზეთში.


ვჭამდი კომბოსტოს მოხარშულს, ან მოთუშულს. ბოსტნეულის წვნიანს, ან კრემ-სუპებს (ყვავილოვანი კომბოსტოსი, ბროკოლის), ასევე ყაბაყს.

რაც შეეხება ბოლო კვებას, გვიან არ არის კარგი, თუმცა ეს დიეტა არ მზღუდავდა ამ მხრივ.

წყალს ბევრს ვსვამ, თუმცა დღის განმავლობაში განსაზღვრული რაოდენობა არ მაქვს. თუ სახლში ვარ, ორ ლიტრზე მეტს. ასევე, სითხის სახით ბევრ ჩაისა და წვნიანს ვღებულობ.



mkurnali.ge


- როგორ უვლით სახის კანსა და თმებს?

- სახის კანის მოვლის რუტინა ბევრი პროცედურისგან შედგება. გასუფთავება, დატენიანება და კვება არის მთავარი პროცედურები. მას შემდეგ, რაც სახის კანს გავისუფთავებ ტონერს, შრატს, დამატენიანებელს და შემდგომ უკვე მზისგან დამცავ საშუალებას ვიყენებ.

მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. წელიწადზე მეტია, არ მაქვს ბოტოქსი გაკეთებული. მანამდე, შუბლის ხაზი იყო ჩემი პრობლემური ზონა, რომელიც 17 წლის ასაკიდან მაქვს, ვინაიდან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ.



მნიშვნელოვანია კანის ღრმა დატენიანება და ძალიან კმაყოფილი ვარ ბიორევიტალიზაციის პროცედურით, იმდენად კარგი შედეგი მაქვს, გადავწყვიტე ბოტოქსისთვის საერთოდ აღარ მიმემართა.



თმებსაც ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ. მეზოთერაპიას (თმის ცვენის მკურნალობის არაქირურგიული მეთოდი) ვიკეთებ.

რაც შეეხება თმის კვებას, ინექციურ პროცედურებს ხშირად მივმართავ თმის ზრდის მიზნით.


ადრე თუ გვეგონა, რომ ყოველდღიურად დაბანვა ვნებდა თმას, შეიძლება პირიქით იყოს, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ. ვინაიდან ცხიმი იმ ბუდეს, რომლიდანაც თმა ამოდის ახშობს, კანი ვეღარ სუნთქავს. შედეგად, შეიძლება თმის ცვენა დაგეწყოთ.


ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ნიღაბს თმისთვის და შამპუნსაც შესაბამისს ვარჩევ.



- წლებია დილით გაღვიძება გიწევთ, არ არის ეს სტრესული?


- დიახ, 15 წელია ადრე ვდგები. 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ და 11 საათისკენ ვიძინებ. ნამდვილად სტრესულია, თუმცა ძლიერი ორგანიზმი აღმომაჩნდა.



- როგორა ანი გიუნტერი დედის ამპლუაში, რამდენად მკაცრი დედა ხართ?


დედობა ძალიან ძლიერი ინსტიქტია. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს შვილებთან ვატარებ, ჩემთვის მათთან ყოფნა პრიორიტეტულია. ყველა საქმეს გადავდებ და ვიქნები მათთან. სიმკაცრე და შეზღუდვები არ არის სწორი, თუმცა ბავშვმა უარიც უნდა იცოდეს. არაფერზე იღებდეს ბავშვი უარს - არაჯანსაღია. ზომიერება მნიშვნელოვანია ყველაფერში.



ყოფილა მომენტი, როდესაც მაღაზიაში წასვლაზე მითქვამს უარი, დაკეტილია-თქო. ბავშვები მაინც წასვლას მთხოვდნენ, წავყოლილვარ და მითქვამს, რომ უნდა დამიჯერონ ამის შემდეგ.


mkurnali.ge



- რა არის ცხოვრებაში საუკეთესო წამალი?


- საუკეთესო წამალი არის შენივე ენერგეტიკა, რასაც ზოგი განწყობას ეძახის, ზოგი პოზიტივს. ყველაფერი იწყება შთაგონებით და ფიქრით. შენ ხარ შენი თავის წამალი. ის, რაც გვემართება, არის შიშების წარმონაქმნი, სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად. ონკოლოგიური დაავადებების დროსაც კი განწყობას, ფსიქოლოგიურ ფაქტორს უიმედო პაციენტების გამოიყვანაც შეუძლია მდომარეობიდან.


მე მყოფნის მხოლოდ ჩემი კარგი ხასიათი. სარკისებრი ეფექტის თეორიით დავინტერესდი. ის რაც ხდება ჩვენი ფიქრის ანარეკლია. უნდა გაიაზრო, რომ ის, რაც შენს გარშემო ხდება შენი პასუხისმგებლობაა. აუცილებელია ნეგატიური ფიქრების კონტროლი, უნდა ჩავანაცვლოთ ისინი საწინააღმდეგო აზრებით.


ზოგჯერ უნდა გათიშო ტვინი და მოიქცე ისე, როგორც სხეულს უნდა.



- იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ლამაზები, მთავარი არის...?

- ჯანსაღი ცხოვრების წესი! ეს არ არის ერთთვიანი კურსი ვიტამინების, სილამაზის ვაქცინა, ან დროებითი რაღაცები.

ჩვენი თავის ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიურობა.


 მკურანლი




კომენტარები:

ფართი შოპი