რაზე „ჭიდაობენ“ ნიკა მელია და სააკაშვილი და რა შემთხვევაში არ დააყენებს თავის კანდიდატურას „ნაციონალების“ თავმჯდომარე?

19 May 2021 10:17

„ალიამ“ რამდენჯერ დაწერა, ოპოზიცია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ 15 მაისის აქცია როგორმე არ ჩაატაროს და ამით საკუთარი უსუსურობა კიდევ ერთხელ არ გამოაჩინოსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა – ოპოზიციამ „ჩათვალა“, რომ აქციის ჩატარებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ, აღარ გამართა. რეალურად კი, ოპოზიცია დარწმუნებული იყო, საჭირო ოდენობის ხალხს ვერ მოაგროვებდა და უკან ამიტომ დაიხია. მათ იმის განცდა რომ ჰქონოდათ, აქციაზე 20 ათას ადამიანზე მეტი მივიდოდა, აუცილებლად გამართავდნენ, მაგრამ…


თუმცა, ოპოზიციის მინუსი მხოლოდ ეს არ არის. პარლამენტს გარეთ „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩნენ, დანარჩენები კი შევიდნენ და ახლა ნაცებს უკიჟინებენ, შემოდითო. ჰო, სწორედ ნაცებს, რადგან შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას პარტიების კვოტა იმდენად მცირეა, სათვალავში ჩასაგდებადაც არ ღირს. ნაციონალური მოძრობის უმრავლესობას პარლამენტი შესვლა ძალიან უნდა, მაგრამ ეს ამბავი როგორმე უნდა „გააპრავოს“ და ამიტომ, ნიკა მელიამ რეგიონებში კონსულტაციები დაანონსა, სააკაშვილთანაც კი წავიდა უკრაინაში, კონსულტაციაზე, მაგრამ გადაჭრით შეგვიძლია გითხრათ ორი რამ – კონსულტაციები არ გაიმართება, ნაციონალები ისეც შევლენ პარლამენტში და პარლამენტში ცოცხალი თავით არ შევა შალვა ნათელაშვილი. მთავარი ლეიბორისტს სათქმელი ექნება, მე ხალხის დაკვეთა ბოლომდე შევასრულე, გაყალბებული არჩევნები არ გავუპრავე ხელისუფლებას და ერთადერთი ვარ, ვინც თბილ სკამს არ დახარბდაო. ნუ, დეპუტატის ხელფასი რომ ერიცხება, ეგ არაფერი, მთავარია პარლამენტში არ ზის. სხვათა შორის, აზრთა სხვადასხვაობაა „ევროპულ საქართველოშიც“. უფრო კონკრეტულად კი, პარტიის წევრებს შესვლა სურთ, თამარ ჩერგოლეიშვილს – არა. ჩერგოლეიშვილი კი იმაზე მეტს წყვეტს პარტიაში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი