„მაჟორიტარმა დეპუტატებმა კობახიძეს პირდაპირ უთხრეს, რომ კანდიდატები არ უნდა „გაიასნდეს“ სამ კაცში“

19 May 2021 10:36

პირველი მერცხალი კახა კახიშვილი იყო, რომელმაც პირდაპირ მიანიშნა, რომ პარტია მხოლოდ კობახიძე, კალაძე და ღარიბაშვილი არ არიან. უკმაყოფილებას ამის თაობაზე სხვა დეპუტატებიც გამოთქვამენ, მაგრამ ხმა სწორედ კახიშვილმა ამოიღო, რადგან მას ავტორიტეტიც აქვს, სიტყვაც ეთქმის და პარტიიდან მისი შესაძლო წასვლა უფრო მეტ კითხვებს გააჩენს, ვიდრე სხვა, რიგითი წევრებისა. გაირკვა ისიც, რომ თურმე კახიშვილმა ორი კომიტეტის თავმჯდომარეობაზე თქვა უარი და თუ გახსოვთ, ამ თემაზე ჩვენ აქტიურად ვწერდით. კახიშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის ან რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის შეფობა სურდა, თუმცა ამაზე უარი უთხრეს, შეთავაზებულ ორზე კი უარი თავად თქვა.


„კახიშვილის განცხადებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობამ კობახიძეს პირდაპირ უთხრა, რომ მუნიციპალიტეტებში კანდიდატები სწორედ მათთან უნდა შეთანხმდეს და არ უნდა „გაიასნდეს“ სამ კაცში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში კანდიდატებზე სწორედ კობახიძე, კალაძე და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ და შეთანხმდნენ ისე, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უთხრეს, კანდიდატი ეს იქნება და აბა, თქვენ იცითო. იმ პირობებში, როცა „ოცნების“ თავზე 43%-იანი ბარიერი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, მაჟორიტარების აჯანყება სამეულს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ისინი ისე გაიტაცა ძალაუფლების გადანაწილებამ, რომ ვეღარც კი შეამჩნიეს, როგორ გაექცათ ხელიდან გუნდი“, – გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი მაჟორიტარი.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი