"მეც მაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან... გუშინაც ვუთხარი, რომ "ნაცმოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში" - გიგი უგულავა

19 May 2021 10:56

პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს და სა­კუ­თარ აზრს უზი­ა­რებს. ამის შე­სა­ხებ გიგი უგუ­ლა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.


უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უთხრა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­ვი­დეს.


"მეც მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩემს აზრს მას ვე­უბ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, გუ­ში­ნაც ვუ­თხა­რი, რომ ჩემი აზ­რია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში. სა­ერ­თოდ, ვთვლი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მთა­ვა­რი სი­ბე­ცე არის გა­ბუტ­ვა.


მთე­ლი რვა წე­ლი­წა­დი ეს გზა ვი­ა­რე, ბევრთან ვი­ყა­ვი გა­ბუ­ტუ­ლი და ახლა ვცდი­ლობ, რომ არა­ვის­თან არ ვიყო გა­ბუ­ტუ­ლი, ყვე­ლას ვუ­თხრა ის, რა­საც ვფიქ­რობ - და­ვარ­წმუ­ნო იმა­ში, რა­საც ვფიქ­რობ, რომ სწო­რია.


ამას ხან ვა­ხერ­ხებ, ხან - ვერ ვა­ხერ­ხებ. ამი­ტომ არ ვა­პი­რებ არა­ვის­თან გა­ბუტ­ვას, არც ჩა­ჯი­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.




კომენტარები:

ფართი შოპი