„ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო” – ჯაბა კილაძის ყოფილი მეუღლე განქორწინების ემოციებზე ალაპარაკდა

19 May 2021 21:55

„შვილს ჩემგან არასდროს გაუგია ცუდი ჯაბაზე და არც მის ოჯახზე. სიგიჟემდე უყვარს მამა და ბებია-ბაბუა. ყველანაირად ვეცადეთ, ჩვენი გაშორებით დიდი ტრავმა არ მიეღო…”, – ამის შესახებ თამთა ჭელიძემ მეუღლესთან, ჯაბა კილაძესთან განშორების შესახებ „სარკესთან” საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ოჯახის დანგრევის შემდეგ დეპრესია დაეწყო და რთულმა პერიოდმა 15 წელი გასტანა.

 

„ეს დეპრესიული პერიოდი ჯამში 15 წელი გრძელდებოდა. მეგონა, მე თვითონ ვუშველიდი თავს, მრცხვენოდა ექიმთან მისვლის, მაგრამ სანამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, ვერაფერი მოვუხერხე დეპრესიას. მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავი დაკარგული მყავდა, კონცენტრირებას ვერ ვაკეთებდი, ვცხოვრობდი მარტო შვილით და გარშემო მყოფების ცხოვრებით. პირადულზეც ვერ ვახდენდი კონცენტრირებას, ვერც საქმეზე…

 

დღეს რომ ვაანალიზებ, ამის დასაბამი იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო. ორსულობა და მშობიარობა მქონდა ურთულესი, რასაც მოჰყვა პოსტსამშობიარო დეპრესია. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს მოჰყვა. ძალიან ვარდისფერი სათვალით გაზრდილი გოგო ვიყავი და ბევრი რამ ზედმეტად მტკივნეულად აღვიქვი…”, – ამბობს თამთა ჭელიძე.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი