11-წლიანი ოჯახის დანგრევა, 2 ქორწინება და დედობა 23-წლიანი შუალედით - ეკა ანდრონიკაშვილის უცნობი ამბები

19 May 2021 23:14

სერიალი „ცხელი ძაღლი“ ხომ გახსოვთ? „სვეტლიჩკა“, „სვეტაც“ ხომ გახსოვთ? ჰოდა, დღეს ამ გოგოს შესახებ უნდა გიამბოთ.


მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლის შემსრულებელი, მსახიობი, ეკა ანდრონიკაშვილია.

ის პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.


ბავშვობა

ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდა, რადგან მამა მოსკოვში ასპირანტურაში ხარისხს იცავდა, დედა კი თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა.


ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ თავს ძალიან კარგად ვირთობდი: წიგნებს ვათვალიერებდი, ექიმობანას ვთამაშობდი, ბებია-ბაბუას მოსკოვში დავყავდი, კურორტებზე დავდიოდით და ზღაპრული სამყარო მქონდა...


რაც შეეხება არისტოკრატიას, ამის არანაირი გავლენა არ იყო. როცა მონარქიაა ქვეყანაში, სხვაა და როცა კომუნიზმი - სულ სხვა! ჩემი პრინცესობა არანაირად არ იგრძნობოდა. ერთნარად გვილხინდა და გვიჭირდა ყველას! პრინცესა ვიყავი ჩემი წიგნების, ზღაპრების გავლენით...


მის საქართველო

სკოლიდან გამიყვანეს, ჩემი ნებით არ გავსულვარ. როგორც გართობას, ისე ვუყურებდი. თეატრალურზე მსურდა ჩაბარება, მსახიობობას ვაპირებდი და კონკურსი ჩემთვის გამოცდილება იყო, სცენაზე რომ გამევლო და თავი მეცადა...

მხოლოდ 16 წლის ვიყავი და კონკურსს, როგორც კინოს, ისე ვუყურებდი.


11-წლიანი ოჯახის დანგრევა

ეკას პირველი ქორწიბნებიდან ბიჭი, ლუკა ნაკაშიძე შეეძინა. მისი და მსახიობ გიორგი ნაკაშიძის ოჯახი თერთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. მას შემდეგ ეკა მედიასთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ არისტოკრატ მამაკაცს ელოდებოდა.


„პირველი შვილი 20 წლის ასაკში გავაჩინე, ეს არცთუ ისე პატარა სხვაობაა, მენტალურადაც სულ სხვა ეტაპია. მახსოვს, მაშინ სულ სადმე წასვლაზე ვფიქრობდი, ახლა პირიქით ვარ, ყველაზე დიდი დრო მინდა ნიკალასთან ერთად გავატარო.


მეორე შვილი, ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე

„23-წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე ვაჟი, ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე, გააჩინა.


ნიკალა ამერიკაში გაჩნდა და პირველი 2 თვე მასთან მხოლოდ მე ვიყავი, ამან კიდე სხვა ემოცია გააჩინა ჩემში, თურმე, არც ისე რთული ყოფილა ბავშვის მარტო გაზრდა“,- ამბობდა მსახიობი.


ბავშვის ტირილი რომ გავიგონე, ბედნიერებისგან მეც ტირილი ამიტყდა. ძალიან პატარა, 2,3კგ დაიბადა.“


მსახიობმა ამერიკაში 5 თვე გაატარა. ნიკალა 2 თვის იყო, როცა საქართველოში წამოიყვანა. ჟურნალისტის კითხვაზე - ფიქრობდა თუ არა ამხელა პაუზის შემდეგ მეორე შვილზე, მსახიობმა უპასუხა.


- რატომაც არა?! ჯანმრთელი ქალი ვარ და მეორე შვილი რატომ არ უნდა გამეჩინა?! ახალგაზრდა ვარ, ენერგია მაქვს. ერთი შვილი კარგად აღვზარდე და მინდა, მეორეც ასე აღვზარდო.


როცა გაჩნდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ კომფორტის ღრუბელში გავეხვიე და ჩემში ისეთი სითბო შემოვიდა, რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია. გაღვიძება და დაძინება მიხარია. სულ არ მინდა სახლიდან გასვლა. თითქოს ანგელოზი მომებარა გასაზრდელად.


მამა აჩიკო მამალაძე გახლავთ. ორივე აქტიურად ვზრუნავთ შვილზე. ისეთი ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ერთი უსაყვარლესი არსების მშობლებს უნდა ჰქონდეთ. ასე რომ, ნიკალას არც მორალურად და არც ფიზიკურად არაფერი აკლია.


მამის მხრიდან სამი და ჰყავს, დედის მხრიდან კი - ძმა. დედმამიშვილებით ძალიან მდიდარია. ორი ბებია, ბაბუა, მამიდა, ბიძა… ყველა ჰყავს გვერდით, რაც დიდი ბედნიერებაა.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი