რა ახასიათებთ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს საქართველოში

20 May 2021 00:38

როდესაც ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან ერთი ქალაქიდან მეორეში მიემგზავრები, გჭირდება ერთგვარი „გზამკვლევი“ იმის შესახებ, თუ როგორი ხასიათის ადამიანები დაგხვდებიან ადგილზე მისულს. თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის, რომ პატარა ქვეყანაში, საქართველოში თითოეულ კუთხეს გამორჩეული ხასიათის მქონე ადამიანები ახასიათებს.


მაგალითად, რაჭველებზე ხშირად ამბობენ, რომ მათ დაგვიანება ახასიათებთ. მეტიც, თუ ამ კუთხეს არ წარმოადგენ, მაგრამ დაგვიანება გიყვარს, აუცილებლად გეტყვიან – „რაჭველი ხომ არ ხარ?“. ასე რომ, ეს დეტალი გასათვალისწინებელია.


გურიაში ადგილობრივებს სისწრაფე ახასიათებთ – როგორც საუბარში, ისე – ქმედებებში. ზოგჯერ რთულიც კია, კარგად გაიგო, რას გეუბნება აქაური ადამიანი. გურულები მკვირცხლები არიან – სანამ სხვა ფიქრობს, მას უკვე საქმე გაკეთებული აქვს.


კახელებს, უმეტესად, ენაკვიმატობითა და იუმორით გამოარჩევენ. ხშირად გავიგებთ, კახელი რომ იტყვის, ისეთს სხვა ვერავინო. მათ მიერ მოყოლილი ამბავი თავისთავად მიგანიშნებთ, რომ მთხროლები ამ კუთხეს წარმოადგენს. ერთი შეხედვით დინჯ კახელებს ყოველთვის აქვთ მზად ენამოსწრებული პასუხი.


უძველესი დროიდან მოყოლებული ქართლელები მშვიდობისმოყვარე ადამიანებად ხასიათდებიან. მართალია, მთლიანი საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანაა, მაგრამ ეს მხარე მაინც ყოველთვის განსაკუთრებულად გამოირჩეკოდა, როგორც მთესველი და მიწაზე მომუშავე.


მეგრელებზე ამბობენ, რომ მათ გვერდში დგომა და დახმარება გამირჩეულად ახასიათებთ. ისინი ერთმანეთისთვის საიმედოები არიან. ამასთან, მათ დღემდე აქვთ შენარჩუნებული კულტურისა და ყოფია ლოკალური თავისებურებები.


სვანებზე ყველას გვსმენია, რომ ისინი „ცამდე ერთგულები“ არიან.  თუმცა, მთავარია, ის არ „გადაიმტერო“ – ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სვანმა შეგატყო, ატყუებ და ტყუილს სიმართლედ აჩვენებ, მასზე დიდი მტერი ვერ გეყოლება.


იმერლებს  არაჩვეულებრივი იუმორი გამოარჩევთ. სხვა თუ არაფერი, ეს იმაშიც ჩანს, რომ ისინი  საკუთარ ყოველდღიურობაში უამრავ ისეთ სიტყვას იყენებენ, რაც სხვა კუთხის წარმომადგენლებს არ აქვთ, ეს სიტყვები კი იმდენად სასაცილოა, რომ მეხსიერებიდან მარტივად ვერ ამოშლით.


აჭარლები, ჩვეულებრივ, გამხდარი ტანისები არიან. სწორედ ამიტონ, მათ სიმარდე და მოქნილობა გამოარჩევთ. ისინი შესანიშნავი მიწათმოქმედები არიან, ასევე, ხელოვანები და იდეალური ოსტატები.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ


ttimes.ge




კომენტარები:

ფართი შოპი