რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ლაზერული ეპილაციის გაკეთება?! – ექიმი ლაზერო-თერაპევტის რჩევები

20 May 2021 01:00

ლაზერული ეპილაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ის ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურ, უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო მეთოდად არასასურველი თმის მოშორების  პროცედურებს შორის. რამდენად უსაფრთხოა ეპილაცია ჯანმრთელობისთვის, რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ეპილაციის გაკეთება, რუჯი და ეპილაცია, აღნიშნულზე „თბილისი თაიმსს“ „ესთეთიკური კლინიკა დერმა“-ს ექიმი ლაზერო-თერაპევტი, მანანა შალიბაშვილი ესაუბრა.

„ლაზერული ეპილაცია რეკომენდირებული არის 15-16 წლის მერე, თუმცა 11 წლის ასაკშიც შესაძლებელი არის სახის ზონის გაკეთება. ლაზერული ეპილაციის შემდგომ, პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაცია, რომ არ მოხდეს დამწვრობა ან ლაქების გაჩენა.


თუ სწორად ტარდება ეპილაცია, არცერთი სახის ლაზერული ეპილაცია არ არის მავნე, თუმცა ბოლო თაობის ლაზერი რათქმაუნდა იძლევა იმის საშუალებას, რომ პროცედურა უფრო ხარისხიანად ჩატარდეს.


სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში ონკოლოგის კონსულტაციის გარეშე პროცედურა არ ტარდება, ისევე როგორც სხვა ფიზოთერაპიული პროცედურების შემთხვევაში.


ეპილაციის გაკეთებისას პაციენტი არ უნდა იყოს გარუჯული, ასევე პროცედურის გაკეთების შემდგომ 7-10 დღე რუჯი არ არის რეკომენდირებული.“

მარიამ ხუციშვილი


 ttimes.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი