თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში საკუთარი ფრაქციის „შექმნაზე იფიქრებს“

20 May 2021 01:33

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის პარლამენტში შესვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევა, „საკუთარ ფრაქციაზე იფიქრებს“.


ამის შესახებ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გააძლიერებს თუ არა თაკო ჩარკვიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ შემთხვევაში, თუ ის პარლამენტში შევა.


როგორც ჩარკვიანი განმარტავს, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ლელოსთან“ არ ითანამშრომლებს.


„პირდაპირ გეტყვით, მე ჩემ, საკუთარ ფრაქციაზე ვფიქრობ „კანონი და სამართალი“. გინდოდათ გეკითხათ, საერთოდ ვითანამშრომლებ თუ არა მათთან? - მე უკვე ვითანამშრომლე. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ არ ვითანამშრომლებ, „ლელოც“ არა.


მე ვიღწვოდი, ძალა ერთობა არ დაინგრეს - მეთქი. რა ამბავში ვიყავი, რას ერჩით გამარჯვების პროექტს, რომელმაც მეორე ტური დადო-თქო. ეს ინტუიციურად სწორი სურვილები იყო. ახლაც ვამბობ, ძალა ერთობის პროექტმა თავის სიტყვა უნდა თქვას. მე უკვე ვითანამშრომლე ძალა ერთობასთან, თორმეტმა პარტიამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ახლა არის გაერთიანების, ძალა ერთობის დრო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსხვილი ოპოზიციური პარტია, მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნავს ჩარკვიანი.


კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლაზე და ბოიკოტის რა რესურსი აქვს პარტიას, თუ ყველა მანდატი ამა თუ იმ ფორმით გამოყენებულია, ჩარკვიანი დასძენს, რომ „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესულებს „თავის სახელს აღარ გამოაყენებინებს“.


„უბრალოდ აღვნიშნავ, „ევროპულმა საქართველომ“ არ მისცა საშუალება, რომ მათი სახელი გამოიყენონ შესულებმა, თორემ ისე ყველა შევიდა. „ევროპული საქართველო“ თავის სახელს აღარ გამოაყენებინებს იქ შესულებს. არ ეთანხმებოდნენ შესვლას, მაგრამ ისინი მაინც შევიდნენ“,-აღნიშნავს ჩარკვიანი.


როგორც ჩარკვიანი აცხადებს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა.


„ვიყოთ ობიექტურები, არავითარ შემთხვევაში. შემსვლელებმა ერთპარტიული აღარ გახადეს პარლამენტი. ის ბოიკოტი ერთპარტიულობის გამო იყო მორჩა, მრავალპარტიულია, იგივე ჭრილში ახლა შემსვლელს ვეღარ განვიხილავ. არ გეგონოთ, მე არ ვარ ასე, რომ შევიდეს თუნდაც 38 მანდატი და მე შევყვე. ასე მარტივად არ ვწყვეტ რაღაცებს. მე ჩემი გეგმა მაქვს. ეს გეგმა არის საქართველოს რეფორმირებული კანონი და სამართალი, რომელიც მე დავაარსე. თამარ ჩარკვიანი თავისი პარტიით სულ მოიპოვებს იმას, რომ მე ჩემი რამდენიმე ადამიანით პარლამენტში შევიდე. ამის გარანტიას გაძლევთ. ჩემი სტაბილური ამომრჩეველი მყავს“, - აღნიშნავს ჩარკვიანი.


ჩარკვიანის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ მსგავსად სიას ჩახსნის და პარტიის წევრები პარლამენტში პარტიის სახელით არ შევლენ „კარგი ამბავი არ მოხდება“.


„დავუშვათ ისე ჩახსნა სია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ბოკერიამ გააკეთა, რომელსაც მხოლოდ 5 მანდატი ჰქონდა და ყველა შევიდა. კარგი ამბავი არ არის, ეს არის ის ნატვრა, რაც უნდა ოლიგარქს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ სიტუაციაში ელისაშვილზე უარესად ის ხელისმომწერები მოიქცნენ. 38 მანდატის მოსროლა, უცებ სიების ჩახსნა, მოისროლო 38 მანდატი, ვის უნდა აჩუქოს? „-აღნიშნავს ჩარკვიანი.


პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ეს ერთი კვირა ძალინ მძიმეა.


„რთული ვითარებაა. ეს ერთი კვირა ძალიან მძიმეა. ერთ კვირაში ყველა მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, კვლავ ვაცხადებ, რომ თაკო ჩარკვიანი არ შესვლის მომხრე ვრჩები“, - აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი.




კომენტარები:

ფართი შოპი