ბლოგი: როგორ მოვაწყოთ პიკნიკი თბილისთან ახლოს

20 May 2021 13:26

გახ­სოვთ ის დრო, რო­დე­საც არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც რეს­ტო­რა­ნი ერ­ქვა და სა­დაც, მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­გეძ­ლო წას­ვლა? ერთ მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა, სა­უ­ბა­რი პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის ჭამა და მუ­სი­კის მოს­მე­ნა? მგო­ნი ბო­ლოს ვცეკ­ვავ­დით-კი­დეც... ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს...


ბოლო ერთი წე­ლია, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სახ­ლის კედ­ლებს შევ­ყუ­რებ და რეს­ტო­რანს მხო­ლოდ სიზ­მარ­ში, ან ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვხე­დავ. თუ თქვენც დიდი ხა­ნია, სახ­ლი­დან ცხვი­რი არ გა­გიყ­ვი­ათ და უკვე გგო­ნი­ათ, რომ ქვეყ­ნის დე და­ქა­ლა­ქი თქვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოა, დროა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­ში პიკ­ნი­კი მო­ა­წყოთ.


რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს პიკ­ნი­კის იდეა გა­ვუ­ზი­ა­რე და ძა­ლი­ან სწრა­ფა­დაც დავ­გეგ­მეთ ყვე­ლა­ფე­რი. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე მა­შინ გა­მო­დის, როცა სპონ­ტა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ. ასე, რომ ბევ­რი აღარ გვი­ფიქ­რია, სა­ყიდ­ლე­ბის სია შე­ვად­გი­ნეთ და გზა­ში რომ ბევ­რი დრო არ დაგ­ვე­კარ­გა, თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რედ, ტყე­ში შე­ვარ­ჩი­ეთ სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლი. რო­გორც წესი, ყვე­ლა­ზე დიდ დროს სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლის არ­ჩე­ვა გა­კარ­გვი­ნებს, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე ად­გილ­საც გირ­ჩევთ: თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი, დიღ­მის ტყე-პარ­კი, კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია...


სა­პიკ­ნი­კე საკ­ვე­ბის არ­ჩე­ვა ბევ­რად მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა - ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სწრა­ფად და მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი საჭ­მე­ლი წაგ­ვე­ღო. მარ­თა­ლია, ისე ვი­ყა­ვი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ტყე­ში ალ­ბათ გა­რე­ულ ღორ­საც მო­ვი­ნა­დი­რებ­დი სამ­წვა­დედ, მაგ­რამ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბას მო­ვუხ­მე და ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე - სო­სი­სე­ბი, თან შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თან ზუს­ტად გრილ­ზე შე­საწ­ვა­ვა­ვად გან­კუთ­ვნი­ლი ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ამი­ტომ „ნი­კო­რა­ში“ შე­ვი­ა­რე და „ფრან­ქფურ­ტე­რის“, „როს­ტე­რი­სა“ და „ბერ­ნე­რის“ პრე­მი­უმ კლა­სის სო­სი­სე­ბი ვი­ყი­დე.


თუ ჯერ არ გა­გი­სინ­ჯავთ ეს გემ­რი­ე­ლო­ბა, გირ­ჩევთ აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­გე­მოვ­ნოთ. ისი­ნი გერ­მა­ნუ­ლი ხა­ზის უმაღ­ლე­სი კლა­სის სო­სი­სე­ბია, რომ­ლე­ბიც ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე და გრილ­ზე იდე­ა­ლუ­რად იწ­ვე­ბა. არ სკდე­ბა და უგემ­რი­ე­ლე­სია!


კო­ცო­ნიც აინ­თო, მერე და­ი­ფერ­ფლა და ჩემი კუ­ლი­ნა­რი­ო­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დროც დად­გა.


„როს­ტე­რი“ - პაპ­რი­კით, სო­კო­თი და ყვე­ლი­თაა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სწო­რედ სო­კოს­თან და ბოსტნე­ულ­თან ერ­თად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე. ამ გე­მო­ე­ბის შერ­წყმა მარ­თლაც უგემ­რი­ე­ლე­სი გა­მო­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ მათ ვი­საც უფრო მსუ­ბუ­ქი კვე­ბა და გე­მო­ე­ბი უყ­ვართ.

„ბერ­ნერს“ მხო­ლოდ ყვე­ლი აქვს და ისიც უგემ­რი­ე­ლე­სია. ისიც შე­გიძ­ლი­ათ გრილ­ზე შეწ­ვათ, თუმ­ცა მე გა­დავ­წყვი­ტე შამ­ფურ­ზე მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. თუ თქვენც იგი­ვე­ნა­ი­რად გა­და­წყვეტთ, გახ­სოვ­დეთ, შამ­ფურ­ზე ისე და­ა­მაგ­რეთ, რო­გორც ამ ფო­ტო­ზეა. ასე, სო­სი­სი არ დას­კდე­ბა და თა­ნაბ­რად და­იბ­რა­წე­ბა.


ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტე მოგ­ცეთ რჩე­ვე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი რჩე­ვა: სა­სურ­ვე­ლია, ხილი და ბოსტნე­უ­ლი წი­ნას­წარ გა­რე­ცხოთ, რად­გან შე­საძ­ლოა გამ­დი­ნა­რე წყა­ლი ვერ ნა­ხოთ, ან წა­ღე­ბუ­ლი არ გე­ყოთ. თუ სამ­წვა­დის წა­ღე­ბა გსურთ, წა­ი­ღეთ წი­ნას­წარ დაჭ­რი­ლი და გა­რე­ცხი­ლი, ემა­ლის ქვა­ბით.

რა უნდა წა­ი­ღოთ:

  • სუფ­რა და და­სა­ფე­ნე­ბი ბა­ლახ­ზე და­საჯ­დო­მად.
  • ნაგ­ვის ჩა­საყ­რე­ლი პარ­კე­ბი;
  • ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი, დანა, ასან­თი, ქა­ღალ­დი, ნახ­ში­რი;
  • შამ­ფუ­რე­ბი, ან გრი­ლის ცხა­უ­რი, რო­მელ­საც ნაკ­ვერ­ჩხლებ­ზე და­დებთ.
  • ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. არც ხე­ლე­ბი და­გეს­ვრე­ბათ და სუფ­თა­დაც და­ა­მუ­შა­ვებთ ბოსტნე­ულს და ხორ­ცე­ულს.
  • წყა­ლი.
  • თუ ბლუ­თუზ დი­ნა­მი­კი გაქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­ღეთ, მუ­სი­კას პირ­და­პირ ტე­ლე­ფო­ნი­დან ჩარ­თავთ.
  • პლე­დი, რომ სა­ღა­მოს სიგ­რი­ლემ არ შე­გა­წუ­ხოთ.


ბო­ნუ­სად, პიკ­ნიკ­ზე წა­სა­ღე­ბი სენდვი­ჩის მარ­ტივ რე­ცეპტ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

დაგ­ჭირ­დე­ბათ:

  • თეთ­რი სა­სენდვი­ჩე (ტოს­ტის) პური, სა­ლა­თის ფო­თო­ლი, ყვე­ლი (სულ­გუ­ნი, ჩე­და­რი, გა­უ­და, ედა­მი ან სხვ.), შაშ­ხი მან­დო­ლი­ნა, პო­მი­დო­რი.


სენდვი­ჩი აა­წყვეთ შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით:

პურ­ზე და­ა­ფი­ნეთ სა­ლა­თის ფო­თო­ლი, შემ­დეგ პო­მი­დო­რის ნა­ჭე­რი, ყვე­ლი, შაშ­ხი, ისევ ყვე­ლი და და­ა­ხუ­რეთ მე­ო­რე ნა­ჭე­რი პური. მზა სენდვი­ჩე­ბი ჩა­დეთ პლასტმა­სის კონ­ტე­ი­ნერ­ში. შე­გიძ­ლი­ათ გრი­ლის ცხა­ურ­ზე გა­ხუ­ხოთ მირ­თმე­ვის წინ.

სა­სი­ა­მოვ­ნო დრო­ის გა­ტა­რე­ბას გი­სურ­ვებთ!


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი