თეა წულუკიანი - მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები „სკოჩითაა“ დაწებებული, ესაა სპეციალური მასალა

20 May 2021 15:21

მოჩვენებაა, რომ გელათში ფრესკები „სკოჩითაა“ დაწებებული, ესაა სპეციალური მასალა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, გელათში ფრესკებს სპეციალური მასალა აქვს, რათა გამომარილების და გამოშრობის დროს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს.


„ფერწერის სპეციალისტებს და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. აღმოჩნდა, რომ წებოვანი ლენტები არ არის. ესაა სპეციალური მასალაა, მოჩვენებაა რომ ეს „სკოჩია“. სპეციალისტებმა ისიც კი გვითხრეს, სანამ ვინმე რამეს იტყვის, გაიკითხონო... ესაა სპეციალური მასალა, როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს. ეს ფრესკები, რომ გადარჩეს მასშტაბური სამუშაოებია საჭირო“, - განაცხადა წულუკიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი