საბურავების დისტრიბუტორებისთვის დამატებითი ვალდებულება 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდება. აღნიშნულს მთავრობის დადგენილება გულისხმობს.
საუბარია, ვალდებულებაზე, რომლითაც, საბურავების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტირებული მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).
აღნიშნული ვალდებულება საბურავის დისტრიბუტორებს 2022 წლის 1-ლი ივლისიდან გაუჩნდებათ, ხოლო 2022 წლის 1-ელ ივნისამდე საბურავების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია.