ციხეებიდან პატიმართა სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანას დღეიდან თანამედროვედ აღჭურვილი 2 ავტობუსი და 18 მინიავტობუსი მოემსახურება. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი, თანამედროვე და კომფორტული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. ავტობუსები 18 მგზავრზეა გათვლილი, მინიავტობუსით კი, ერთდროულად 10 პირის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
იუსტიციის მინისტრის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ავტოტრანსპორტის გადაცემის ღონისძიებას პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლები დაესწრნენ. დღესვე იუსტიციის მინისტრი ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების სამუშაო პროცესს გაეცნო.
გასულ წელს სასამართლოებსა და სამედიცინო ცენტრებში გადაადგილებით პატიმრებმა, ჯამში, დაახლოებით, 25 ათასჯერ ისარგებლეს.